როგორ ვიზრუნოთ ცხიმიან კანზე?

0

მაშინ, როცა ქალების ერთი ნახევარი კანის გაპრიალებას ჰაილაითერებით ცდილობს, მეორე ნახევარი ამ სიპრიალეს ებრძვის. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენც ცხიმიან კანთან მებრძოლთა სიაში ხართ? რა რუტინა უნდა შეიმუშაოთ იმისათვის, რომ სახის “ცხიმიანმა” პრობლემებმა ნაკლებად შეგაწუხოთ?

როგორ ამოვიცნოთ?

თუ თქვენი კანი ყოველთვის ბზინავს და კისერზე, მხრებსა და ზურგზე ზედმეტ ცხიმს გამოყოფს, ესე იგი ცხიმიანი კანი გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად გიჩნდებათ სახის დაბანის სურვილი, განსაკუთრებით – შუადღისას, როცა ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა. თქვენი ფორები ფართოა. გაწუხებთ ფერიმჭამელები და გამონაყარი. სამაგიეროდ, კვლევები ამტკიცებს, რომ ცხიმიანი კანი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს!

გამომწვევი მიზეზები

თქვენი კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ზეთებს ზედმეტი რაოდენობით გამოიმუშავებენ. გამომწვევ მიზეზად უფრო ხშირად გენეტიკა სახელდება, მაგრამ სხვა მიზეზები შეიძლება იყოს: ჰორმონები, ტენიანი კლიმატი ან კანის გამოშრობა (გაუწყლოება), რაც ორგანიზმს აიძულებს, ზედმეტი ცხიმი გამოიმუშაოს.

რას მოვერიდოთ?

მოერიდეთ ზეთის შემცველ გამწმენდებს, დამატენიანებელ კრემებს და მაკიაჟის სხვა პროდუქტებს, რომლებიც ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი არ არის. თქვენს კანს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ცხიმის შეწოვა შეუძლია, დანარჩენი კი კანის ზედაპირზე რჩება. ურთიერთგამომრიცხავად ჟღერს, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლისა და სულფატების შემცვლელ პროდუქტებს, რადგან ისინი თქვენს კანს ბუნებრივ ცხიმს აცლიან. გამომშრალი კანი ტვინს განგაშის სიგნალებს უგზავნის და თქვენი ჯირკვლები, თავდაცვის მიზნით, უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებენ. დიახ, სწორად მიხვდით – თუ აქამდე ცხიმიან კანს ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით ებრძოდით, ეს პრაქტიკა უნდა დაივიწყოთ.

წყარო:regarder.ge/

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply