კანის მოვლა და 5 შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურად ვუშვებთ

0

დროდადრო შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, თუმცა ამაში სამარცხვინო არაფერია, დროული რეაგირება და მათი გამოსწორება მიყენებულ ზიანს ნამდვილად გამოასწორებს – კანის მოვლა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. ყოველდღიურად ჩვენ არა ერთ შეცდომას ვუშვებთ, გარდა იმისა, რომ ღამით მთელი დღის მაკიაჟით ვიძინებთ და საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ეს ერთი არაფერს გვავნებს, კიდევ არის რამდენიმე გაუაზრებელი შეცდომა, რომელსაც ნებსით თუ უნებლიედ ჩავდივართ.

1. სახის დაბანა საპნით ან შხაპის გელით

გულახდილები ვიყოთ, ასე ყველანი მოვქცეულვართ. დროის უქონლობის გამო ხშირად სახის დასაბანად საპონი ან სულაც შხაპის გელი გამოგვიყენებია. შესაძლოა ამის შემდეგ კანი საკმაოდ სუფთადაც კი გამოიყურებოდეს, თუმცა რეალურად ეს თქვენი კანისთვის სასარგებლო არ გახლავთ.

საპონი ან სულაც შხაპის გელი არღვევს თქვენი სახი კანის pH-ს, იგივე მჟავა-ტუტოვან ბალანსს, ანადგურებს კანის დამცავ ბარიერს და გარკვეული დროის შემდეგ, სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

2. მეგობრების რჩევები

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გიყვართ თქვენი მეგობარი, მათი რჩევები შესაძლოა თქვენი სახის კანის მოვლის რუტინისთვის სრულად შეუფერებელი იყოს. მოგეხსენებათ კანის სხვადასხვა ტიპები არსებობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივეს ცხიმიანი ან სულაც კომბინირებული კანი გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მისი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

მაგრამ, თუ კი მეგობარი 100%-ით ნატურალური, უსულფატო პროდუქტების გამოყენებას გირჩევთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მას ყურადღებით მოუსმინოთ.

3. რაც შეიძლება მეტი პროდუქტი

ბევრი პროდუქტის გამოყენება სულაც არ ნიშნავს გარანტირებულ შედეგს, პირიქით, ყოველი სახის მოვლის საშუალება, რომელსაც მოიხმართ საკმარისად, ან შეიძლება ოდნავ მეტადაც კი იყოს კონცენტრირებული. ასე მაგალითად, სხვადასხვა დამატენიანებლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა თქვენი ფორების ჩაკეტვა გამოიწვიოს, ის აგრეთვე მაკიაჟის დატანის პროცესსაც გაართულებს.

4. ხისტი მიდგომები ეფექტურია

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სახის კანს უნაზესი ნაჭერივით უნდა მოვექცეთ, მას გაფრთხილება და ღრმააზროვანი მოვლა სჭირდება. ხისტი მიდგომებით კი ხშირად ყველაფერს ვაფუჭებთ.

5. SPF მხოლოდ ზაფხულში გვჭირდება

მზის სხივები თქვენი სახის კანის პირველი მტერია, რომელიც იწვევს კოლაგენის განადგურებას, გამონაყარს, ნაოჭებს და კანის კიბოსაც კი. ნუ იფიქრებთ, რომ მზისგან დამცავი SPF მხოლოდ ზაფხულში გჭირდებათ, ზამთარშიც კი ნუ გამოხვალთ სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე, დაიტანეთ ის დამატენიანებლის ზემოდან ან სულაც შეიძინეთ BB კრემი ან ტონალური საცხი SPF დაცვით 30+.

წყარო:regarder.ge/

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply