ადგილი, სადაც სხეულებს „ძერწავენ“

0

პუბლიკაცია ,,body care”-ის შესახებ,
ვრცლად,,,ბიზნეს სახელები 2018“-ში

მარი მილორავა თერაპევტად ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მუშაობდა, როდესაც ფიტოთერაპიით დაინტერესდა, კვალიფიკაცია მოსკოვში გაიარა და ბონუსად სამკურნალო მასაჟი შეისწავლა. ცოტა ხანში ამ მიმართულებამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა, ისე შეიყოლია საქმემ, რომ ძირითად პროფესიას გეზი უცვალა და სხეულის კორექციის ცენტრის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ყველაფერი კი გამოუვალი სიტუაციის გამო დაიწყო, ცხოვრებაში კრიზისულმა პერიოდმა დააფიქრა, როგორ შეეცვალა ცხოვრება, რა მიმართულებით აჯობებდა წასვლა. ესთეტიკური მედიცინა ამოუწურავ და საინტერესო სფეროდ მოეჩვენა და ახალი გამოწვევის მიღება გადაწყვიტა. 
90-იან წლებში საქართველოში ესთეტიკური მედიცინის აპარატურა პრაქტიკულად არ მოიპოვებოდა, სხეულის კორექციას თითზე ჩამოსათვლელად თუ ვინმე გაიკეთებდა. მოთხოვნა მცირე იყო, მაგრამ სფეროს განვითარების პერსპექტივა – დიდი. მარი მილორავამ გადაწყვიტა, ყველანაირი აპარატურული ალტერნატივა შეესწავლა და მათი შერჩევისას უპირატესობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ვარიანტებისთვის მიენიჭებინა. შექმნა მასაჟების საკუთარი მეთოდი და ცენტრი “body care”, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, სხვადასხვა მასაჟებითა და აპარატული პროცედურით დღეს სხეულის კორექციის საოცარ შედეგებს იღებენ. 2003 წელს შექმნილი სხეულის საკორექციო ცენტრი თანდათანობით ვითარდება და იზრდება. მომხმარებლის სილამაზეზე პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ზრუნავს, რომელიც პაციენტის სხეულს ოსტატურად „ძერწავს“. მარი მილორავა ყველა პროცედურას თავად ნიშნავს, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უდგება, მკურნალობას მონიტორინგის შედეგად იწყებს. მის მიერ შემუშავებული მეთოდების წარმატებაზე უამრავი კმაყოფილი პაციენტი მეტყველებს.
მარი მილორავა: „გამოცდილებამ მასწავლა, როგორ უნდა მივუდგე პაციენტს. მაგალითად, სისხლის ჯგუფის, ასევე ჰოროსკოპის მიხედვით, როგორ დავგეგმო მათი კვების რეჟიმი, ვხვდები, ვინ დაიცავს უკეთესად დიეტას, ვინ მიუდგება გულისყურით ჩემს რჩევებს და ვინ – არა. ფსიქოლოგიური განწყობა უმნიშვნელოვანესია. ადამიანი ცხოვრების მიმართ პოზიტიურად უნდა განეწყოს. პაციენტებთან ბევრს ვსაუბრობ ამაზე. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ პოზიტიური ფსიქოლოგიის სემინარიც კი გავიარე, გავხდი სიცილის იოგას დიპლომირებული სპეციალისტი. როდესაც ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლი და ბედნიერ სახეებს ხედავ, ეს ყველაზე დიდი სტიმულია. 

„წინა ცხოვრებაში“, სანამ ამ საქმიანობას წამოვიწყებდი, არ ვიყავი ცუდი დიასახლისი და კულინარი. ვიცი კერძები, რომელიც შეიძლება იყოს დაბალკალორიული, თან – სასარგებლო და გემრიელი. როცა ცხოვრების რეჟიმს ააწყობ და ზომიერებას ისწავლი, ყველაფერი დალაგდება. ცენტრის პარალელურად შევქმენი ვებგვერდი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვეწევი, გემრიელი კერძების რეცეპტებს ვუზიარებ მკითხველს და საჭირო რეკომენდაციებს ვაძლევ.“ 

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სურვილები, მიზნები, ინტერესები ეცვლებოდა, თუმცა თვითგანვითარება არასდროს შეუწყვეტია. ცხოვრობს მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით: ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩართულია სატელევიზიო პროექტებში, წერს სხვადასხვა გამოცემებისთვის. თავისუფალ დროს სხვა გატაცებებისთვისაც იცლის, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია: ფსიქოლოგია, კულინარია, სპორტული აქტივობა, ცეკვა… ანუ საკუთარი მაგალითით გვიჩვენებს, რომ ასაკის დამარცხება ნამდვილად შემოქმედებითი პროცესია. 

წყარო: ,,ბიზნეს სახელები 2018“-ში

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply