ნაბიჯი ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრებისაკენ…

0

აი, დამთავრდა ახალი წლის დღესასწაულების მხიარული ორომტრიალი… შევხედეთ ფხიზელი თვალით 🙂 ჩვენს თავს სარკეში და დაღლილი სახისა და უძინარი თვალების გარდა კიდევ აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც ნაწილი ნამცხვრების, გოზინაყების და საცივების მრავალფეროვნებისა უკვე სარკიდან გვიმზერს 🙂
მოსულა დრო განტვირთვის, გალამაზების და შემსუბუქების!
პოზიტიურად აღვიქვათ ეს ეტაპი – როგორც საფეხური ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრებისაკენ.

კარგი ამბავი: დღეში მხოლოდ 150 გრამი ,,სუფთა” ცხიმი შეიძლება შეინახოს სხულმა ცხიმოვან საფარველში. დანარჩენი კი არის სითხე და გადამუშავებული საკვების ნარჩენები.

პირველ ეტაპზე სწორედ ამ ზედმეტი ცხიმისგან და ნარჩენებისგან განთავისუფლებას გირჩევთ. ამაში კი კარგად დაგვეხმარება განტვირთვის დღეები. ამ დღეების შედეგია ზედმეტი სითხის გამოდევნა, თოქსინების გამოყვანა და მინერალების ბალანსის შევსება
კარგია, თუ ცოტა ზაფხულს შემოვიტანთ იანვრის სუსხიან დღეებში და მოვაწყობთ ხილით განტვირთვას – ციტრუსით ან ვაშლით. ამასთანავე მინიმუმ 2 ლიტრი სითხე. კარგია ასევე ამ დღეს გამწმენდი ოყნა, ნახშირი (მაქსიმუმ 8-10 აბი დღეში 3 დღის განმავლობაში), ასევე კარგია 1-2 დღე ცისფერი თიხა (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე).

ეს, რაც შეეხება 1 ან 2 დღეს, როცა მკაცრი განტვირთვით ვიწყებთ. ამის შემდეგ კი გადავდივართ სწორ რეჟიმზე (8 საათი ჭამა და 16 დასვენება შემდეგ დღემდე) და დაბალკალორიულ საკვებზე. ასევე მინერალებზე და ფიტოსაშუალებებზე, რომლებიც ხელს გვიწყობს გახდომაში.
ესეც ასე! პირველი დღე დაგაკვალიანეთ და შეგიძლიათ დაიწყოთ. ხვალ კი მოგაწოდებთ შემდგომ რეკომენდაციებს.

აბა, თქვენ იცით! ცხოვრება მშვენიერია!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply