როგორ უნდა ვიკვებოთ შემოდგომიდანვე, თანაც არც გავსუქდეთ!

0

შემოდგომა თავის სტიქიაშია – ფერად-ფერადი ხილი, ფერად-ფერადი ფოთლები, ცივი ჰაერის შემოპარვა და ჩვენი მიპარვა 🙂 ცხელი ჩაისკენ და ტკბილეულისკენ.

ყველა თქვენგანმა უკვე იცის, რომ სიცივის დადგომასთან ერთად ,,რატომღაც“ იმატებს მადაც. ეს ჩვენი ორგანიზმი ემზადება ბუნების მკაცრი პირობებისთვის და როგორც ენერგიის დეპოს, იგროვებს ცხიმს.

მაგრამ მოეშვით! ეგ აუცილებელი არაა!
ზამთრის ძილის აუცილებლობაც აღარ დგას დღის წესრიგში დიდი ხანია და თანამედროვე კომფორტული საცხოვრებელი პირობებიც ხელს გვიწყობს, რომ სიცივესთან სასიცოცხლო ბრძოლას არ მივეცეთ.
აბა, ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რითი და როგორ უნდა ვიკვებოთ შემოდგომიდანვე, რომ თან კლიმატის ცვლილებებს მივაჩვიოთ ჩვენი ორგანიზმი, და თანაც არც გავსუქდეთ.
– გადავიდეთ უფრო ცხელ საჭმელზე. კარგია ბოსტნეულის სუპები. არ დაივიწყოთ სეზონის დედოფალი -გოგრა. ბროკოლის და სეზონური პომიდვრის კრემ-სუპებიც დაგეხმარებათ.
– ვისთვისაც შეიძლება, მიირთვით მოხარშული კარტოფილი ბოსტნეულთან ერთად. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად და ის ხდება დიეტური პროდუქტი და კალიუმის წყარო. განსაკუთრებით კარგია კარტოფილი მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელთათვის.
– ენერგიისთვის ორგანიზმს ესაჭიროება სელენი და თუთია. ეს მიკროელემენტები შეგვიძლია მივიღოთ ბოსტნეულიდან. კარგია ზღვის პროდუქტები, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, სეზამის მარცვლები, გოგრის თესლი, ნიგოზი, ხორცის სუბპროდუქტები (ღვიძლი, გული, თირკმელი), კვერცხი, ლობიო, ოსპი.
– შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ წითელი და ყვითელი ბოსტნეული, ბანანი, მუსკატი, ილი, კაკაო, შავი შოკოლადი.
– განსაკუთრებით კარგია ამ სეზონზე ღვიძლის წმენდები. ამაში დაგეხმარებათ ლიმონი, თაფლი, კურკუმა, სელი, ნიორი.
– -მიირთვით მეტი თბილი სითხე. კარგია ასკილის, მოცვის ფოთლების, კენკრის ჩაი, შინდის და ქაცვის ნახარშები. სასურველია ჩაის ჩაამატოთ დარიჩინი. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აქვეითებს მადას.
– და მეტი მოძრაობა, სუფთა ჰაერი, ზღვის მარილის აბაზანები.

– და ყველაფერი ეს ღიმილით და პოზიტივით გაჯერებული! 🙂

ყველაფერი ჩვენს ხელშია!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply