რა იწვევს ვენურ უკმარისობას?

0

შემოდგომა – გარდამავალი სეზონია. იკლებს დღე, ეცემა ტემპერატურა, იცვლება ბიორიტმები. ადამიანის ორგანიზმისთვის სტრესია ახალ პირობებზე გადასვლა და ამ პერიოდში იღვიძებს ყველა ქრონიკული დაავადება, ეცემა იმუნიტეტი, გვტკივდება სახსრები, გვიმძიმდება კიდურები და ა.შ.
კიდურების სეზონური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ვენური უკმარისობით ან ძვალ-სახსროვანი სისტემების პრობლემებით.

დღეს განვიხილოთ ვენური უკმარისობა. ის საქართველოში, როგორც ცხელი კლიმატის ქვეყანაში, ძალიან ხშირია. ქრონიკული ვენური უკმარისობის გამომწვევი მიზეზებია:
ორსულობა, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ზედმეტი წონა, ქრონიკული ყაბზობა, ჰორმონალური კონტრაცეფცია, ზედმეტი (ან არასწორი) სპორტული დატვირთვები.
Body Care-ს ფოტო.ვენოზურმა (და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ლიმფოდრენაჟულმა სისტემამ) უნდა გამოიტანოს ყველა ორგანოდან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები, ნახშირორჟანგი, ტოქსინები. და როცა ეს სისტემები ზიანდება, ამ ნარჩენი პროდუქტებით ივსება ჩვენი ორგანიზმი და როგორც შედეგი – იწყება შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ენერგიის დაკარგვა, თავის ტკივილი, ტკივილი სახსრებში და ა.შ. უმთავრესი მიზეზი ისეთი ესტეთიური პრობლემისაც კი, როგორიცაა ც ე ლ უ ლ ი ტ ი, ისევ და ისევ ვენურ-ლიმფოდრენაჟული სისტემის უკმარისობაა.
ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობის მეთოდებია:
ფარმაკოთერაპია, პრესოთერაპია, კომპრესიული ტრიკოტაჟი, ლიმფოდრენაჟული მასაჟი
სკლეროთერაპია, ჰირუდოთერაპია, ქირურგიული მკურნალობა.
რადგან ეს დაავადება არის ქრონიკული, მუდმივად წამლებს ვერ დავლევთ (ისინი უმთავრესად უარყოფითად მოქმედებენ კუჭზე). ქირურგიული მკურნალობა კი – ეს არის შველა უკვე მძიმე სტადიაში – კანქვეშ გამოვარდნილი და სკლეროზირებული დიდი ვენის შემთხვევაში. მაგრამ საერთო დაავადება მაინც რჩება.
ჰირუდოთერაპია (წურბელებით მკურნალობა) მიმართულია არამარტო სიმპტომების დროებით გაქრობაზე (როგორც სხვა შემთხვევებში), არამედ მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობაზე. ჰირუდოთერაპია ხანგრძლივად მოგიხსნით შეშუპებას, კიდურების ტკივილს, გაათხევადებს სისხლს, მოხსნის ვენების შიდა ზედაპირზე ანთებით პროცესს, აღგიდგენთ ბუნებრივ ენერგეტიკას, აღდგება სისხლის ნორმალური მიმოქცევა და ლიმფოდრენაჟი, სწორდება ცელულიტები, ორგანიზმი ჯ ა ნ ს ა ღ დ ე ბ ა.
ჰირუდოთერაპიის კურსი ხანგრძლივად მოგიხსნით ამ თქვენთვის შემაწუხებელ ყველა სიმპტომს, რადგან ეს ვენური უკმარისობის მიზეზის შინაგანი მკურნალობაა.
ამავე დროს ვლამაზდებით (ცელულიტები უკან იხევს). შემდეგში კი შეგვიძლია მივმართოთ პრესოთერაპიას, ლიმფოდრენაჟულ მასაჟს,
წყალქვეშა მასაჟს და კომპრესიულ ტრიკოტაჟს.
იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply