რა ქნას ადამიანმა, რომ დაძაბული მუშაობის პირობებში არ მოიმატოს წონაში?

0

დადგა შემოდგომა… და ჩვენ ისევ შევუდექით უმოძრაო ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
რა ქნას ადამიანმა, რომ დაძაბული მუშაობის პირობებში არ მოიმატოს წონაში?
გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას:
1) რაციონალური კვება – შეეცადეთ იკვებოთ 3-4-ჯერ დღეში. კარგი იქნება, თუ ჭამის რეჟიმი 8 სთ-ს არ გადააცილებს (8სთ ჭამა, 16 დასვენება). სამსახურში კონტეინერით წავიღოთ პროდუქტები -ძეხვი შევცვალოთ გრილზე შემწვარი ან მოხარშული ხორცით. უპირატესობა მივანიჭოთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს. ზამთარში შეგვიძლია მივირთვათ გაყინული ხილი (შოკური გაყინვის დროს ის მაქსიმალურად ინარჩუნებს ვიტამინებს).
2) ვსვათ ბევრი სითხე, სასურველია დრენაჟულ რეჟიმში – 0,5სთ ჭამამდე და 1სთ ჭამის შემდეგ.
3) ფარული გიმნასტიკა – მჯდომარე მდგომარეობაში გავაკეთოთ სიარულის იმიტაცია (ან ავწიოთ ხან თითისწვერები, ხან ქუსლები); რიტმულად დავძაბოთ დუნდულა კუნთები; მუცლის პრესის ვარჯიში (შევისუნთქოთ ცხვირით და შევწიოთ მუცელი, ნელა ამოვისუნთქოთ პირით და გამოვწიოთ მუცელი); თავი მივატრიალოთ ორივე მხარეს 180 გრადუსით; გავასწოროთ ზურგი და გავწიოთ წინ ნიკაპი;
ყველა ეს მოძრაობა გავაკეთოთ დღეში 3-ჯერ, თითოეულის რაოდენობა (10-დან 40-მდე) კი დამოკიდებულია თქვენს სამუშაო რეჟიმზე.
ნუ შეგეშინდებათ:) მიჩვევის შემდეგ ეს ვარჯიშები ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ, ენერგიას და ტონუსს კი კარგი მუშაობისთვის ბევრს მოგცემთ!
4) საღამოს ვჭამოთ ცოტა – ძილამდე 3-4 საათით ადრე. ვახშმის შემდეგ კი ვიმოძრაოთ ნახევარი საათი, ეს კარგი დროა სახლის საქმეებისთვის:)
ძილამდე შეგიძლიათ დალიოთ პიტნის ჩაი – ამშვიდებს ნერვულ სისტემას და კუჭის ლორწოვანს, აქვეითებს მადას.

გისურვებთ ჯანმრთელ და ლამაზ ცხოვრებას!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply