მასაჟი და დიეტა – იდეალური კომბინაცია იდეალური სხეულისთვის – ინტერვიუ მარი მილორავასთან

0

სხეულის იდეალური ფორმები და მკვრივი კანი ზოგისთვის ოცნებაა, ხოლო ზოგისთვის მიზანი. შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის! „ბლოგი სილამაზის შესახებ“  გთავაზობთ ექიმის, კოსმეტოლოგის, ფიტოთერაპევტისა და მასაჟისტის, ქალბატონი მარი მილორავას ძალიან საინტერესო, სასარგებლო ინტერვიუს და რჩევებს:

ქალბატონო მარი, მოგვიყევით მასაჟზე და მის მნიშვნელობაზე…

მასაჟი – ესაა ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომელიც მექანიკური და რეფლექტორული ზემოქმედებით აჯანსაღებს და ალამაზებს ჩვენს ორგანიზმს. მასაჟი მთელ სხეულში აღადგენს ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (მასაჟით შეგვიძლია როგორც მისი გააქტიურება, ასევე ტონუსის მოხსნა და დამშვიდებაც), აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას და შესაბამისად, შინაგანი ორგანოების მუშაობასაც. გარდა ამისა, მასაჟი ფართოდ გამოიყენება ესთეტიური თვალსაზრისითაც – მისი საშუალებით შეგვიძლია სხეულის ფორმების შეცვლა, გახდომის პროცესის გააქტიურება, კანის ფერის და სტრუქტურის გაუმჯობესება, ნაოჭების გასწორება.

რომელია ყველაზე პოპულარული და ეფექტიანი პროცედურა?

უამრავი სახეობის მასაჟი არსებობს, თუმცა მინდა გამოვყო მანუალური (რომელიც ხელით კეთდება) და აპარატული მასაჟი. ყველაზე ხშირი და პოპულარული მაინც ანტიცელულიტური, გასახდომი და ხერხემლის სამკურნალო მასაჟებია. პოპულარულია ასევე ე.წ. ,,სეზონური“ მასაჟებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შეუძლებელია ერთი კონკრეტული მასაჟის გამოყოფა, რომელიც ყველაზე ერთნაირად ეფექტიანად მოქმედებს; ზოგ შემთხვევაში ვაკუუმური მასაჟი უფრო შედეგიანია, ზოგს კავიტაცია აცილებს ,,გალიფეებს“ მოკლე დროში, ზოგს თაფლის მასაჟი უხდება, ზოგი კი ცხელი ქვების მასაჟის ერთი პროცედურითაც კი უცებ ემშვიდობება უძილობას.

რა დრო არის საჭირო შედეგის მისაღწევად ანტიცელულიტური მასაჟის შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა ცელულიტის გაქრობა?

წესით, 3-4 პროცედურის შემდეგ პაციენტმა აუცილებლად უნდა იგრძნოს შედეგი. საბოლოო შედეგი კი განისაზღვრება მოცემული შემთხვევით და დასახული მიზნით. ცელულიტი, სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებაა, ერთხელ და სამუდამოდ არ ქრება. თუმცა, შესაძლებელია მისი გასწორება, შემდეგ კი ჯანსაღი ცხოვრების წესით და თვეში 1-2 პროცედურით ამ შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნება.

ორსულობის შემდგომ მოშვებული მუცელი ბევრი ქალბატონისთვის ნაცნობი პრობლემაა, შეიძლება თუ არა მასაჟით მუცლის ზონის გამკვრივება?

ორსულობის შემდგომ მოშვებული მუცლის მასაჟით გამკვრივება არ ხდება. მასაჟით და აპარატებით შესაძლებელია ამ ზონაში სისხლის და ლიმფის მიმოქცევის აღდგენა, ცხიმების დაშლა. ბოლოს კი აპარატული ლიფტინგ-მიოსტიმულაციით ხდება მისი გამკვრივება.

მხოლოდ მასაჟით სხეულის კორექცია და წონაში დაკლება შესაძლებელია?

თუ საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან, პროცედურებით (დიეტის გარეშე) შეიძლება 2-3 კილოგრამის დაკლება, დიეტით კი ეს უფრო სწრაფად ხდება. მხოლოდ დიეტის საშუალებითაც შესაძლებელია გახდომა, მაგრამ რჩება ზედმეტი კანი და არ ხდება კორექცია. დიდი ცხიმგროვების ადგილიდან ცხიმს გამოსვლა უჭირს, რადგან დრენაჟი დარღვეულია. აპარატის, მასაჟისა და დიეტის კომბინაციით კი დაკლება ხდება პრობლემურ ადგილებში, კანიც იჭიმება, იკვეთება წელი, მუხლი, წვივი, სწორდება გალიფე და მუცელი… აქვე აღვნიშნავ, რომ მასაჟის ხელით გაკეთებისას სპეციალისტი გრძნობს სადაა მეტი ყურადღება მისაქცევი, გამოყავს დაშლილი ტოქსინები და საბოლოოდ  ,,ძერწავს“ სხეულს.

როგორია ნუტრიკოსმეტიკის როლი ჯანსაღი კანის შენარჩუნების თვალსაზრისით?

ნუტრიკოსმეტიკა, კონკრეტულად “ვიადერმის” კაფსულები არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რომ ორგანიზმი გავამდიდროთ საჭირო ნივთიერებებით, შეივსოს ელასტინისა და კოლაგენის დეფიციტი და კანმა დაიბრუნოს სიჯანსაღე და ელასტიურობა.

რამდენად დასაშვებია მასაჟის გაკეთება გარუჯულ კანზე?

თუ რუჯი ახალი მიღებული გვაქვს და კანი დაწითლებულია, მასაჟის გაკეთება რეკომენდებული არ არის. უკვე გარუჯულ კანზე კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. უბრალოდ, ვერიდოთ სქრაბის მასაჟს – მას შეუძლია ნანატრი რუჯი გააუფერულოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ მასაჟის კურსს ჩავიტარებთ, რა შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება?

სხვადასხვა მასაჟს სხვადასხვა უკუჩვენება აქვს, ამიტომ ისინი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მასაჟის გაკეთება დაუშვებელია, ესენია: ონკოლოგიური დავადებები, მაღალი ტემპერატურა, სისხლის დაავადებები, კანის ჩირქოვანი პროცესები და თრომბოფლებიტი (ვენური თრომბოზი).

რა საფრთხეები/დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს არაპროფესიონალურმა მასაჟმა?

მასაჟი მკურნალობის მეთოდია. არასწორი მკურნალობის შედეგები კი, სამწუხაროდ, ყველას მოგვეხსენება. თუ პროცედურა არაპროფესიონალურად კეთდება, შეიძლება დაზიანდეს ძვალ-სახსროვანი, დრენაჟული, ნერვული სისტემები; შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ ესთეტიურადაც – შეშუპება, მეტი ცელულიტი, ცხიმგროვები არასწორ ადგილას და ა.შ.

შესაძლებელია თუ არა მასაჟით ისეთი პრობლემური ადგილების დათხელება, როგორიც წვივებია?

წვივების გახდომა შესაძლებელია, თუ ეს არის ცხიმი და ლიმფა (ამ შემთხვევაში, დამუშავებით მუხლი და კოჭი ლამაზად გამოიკვეთება), მაგრამ თუ კუნთია გადიდებული (მაგ, მოცეკვავის ან სპორტსმენის შემთხვევაში), კუნთს მასაჟით ვერ დავაპატარავებთ.

ყველას ვურჩევ მიმართოს სპეციალისტს, რომელიც პროფესიულად გაერკვევა მის პრობლემაში (იქნება ეს სამკურნალო თუ ესთეტიური) და ინდივიდუალურად დაუნიშნავს კურსს, დიეტას და თუ საჭიროა მკურნალობასაც. ჯანმრთელობა და სილამაზე ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. განსაკუთრებით არ ვურჩევ არავის  ,,მეზობლის დიეტით“ სარგებლობას. ჩვენ ხომ ძალიან ინდივიდუალურები ვართ, ნუ ჩავატარებთ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე.

წყარო: http://makechoice.ge/masaji-da-dieta/

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply