პლაზმოლიფტინგი

0

არსებობს კანის გაახალგაზრდავების და ლიფტინგის უნიკალური ფიზიოლოგიური მეთოდიკა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში.

ეს არის პლაზმოლიფტინგი!!

ეს ბიოლოგიური მეთოდიკა ეფუძნება ჩვენი საკუთარი სისხლის გამოყენებას ჩვენივე კანის გასაახალგაზრდავებლად. ,,თვითგაახალგაზრდავების“ მეთოდის საფუძველი არის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ძლიერი აღმდგენი ეფექტი. ასეთი პლაზმა ინექციით შეგვყავს პრობლემურ ადგილებში და… იწყება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების გააქტიურება, ირთვება ბუნებრივი გაახალგაზრდავების ბი

ოლოგიური მექანიზმი. კანის უჯრედები მრავლდება და იბრუნებს პირველადი ღეროვანი უჯრედის თვისებებს. ამის პარალელურად კანის ქვედა ფენებში მდებარე შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები – ფიბრობლასტები იწყებენ საკუთარი კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას.

ეს ყველაფერი უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს. კანი თითქოს შიგნიდან ცოცხლდება, მკვრივდება, იბრუნებს ბუნებრივ ფერს, სწორდება პატარა ნაოჭები და ქრება თვალთან სილურჯეები.

პროცედურა შეიძლება ჩაიტაროთ ნებისმიერ ასაკში, თუ გნებავთ კანს დაუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა.

პროცედურას ატარებს პროფესიონალი ექიმი-კოსმეტოლოგი, სერთიფიცირებული აპარატურით. ხდება ვენიდან სისხლის აღება სპეციალურ ვაკუუმურ სინჯარებში. შემდეგ სინჯარები თავსდება სპეციალურ ცენტრიფუგაში, სადაც ზედა ფენაში ამოშრევდება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა, რომელიც უკვე მეზოთერაპიის მეთოდით შეყავთ პრობლემურ ადგილებში.

მთელი პროცედურის ხანგრძლივობაა 1 საათი.
გაახალგაზრდავდით ბუნებრივი მეთოდით!

 ტელ. 218 49 82 ან 591 688 866
🗞 მის. ფალიაშვილის 41

#BodyCare

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply