იცით რაიმე კანის გაახალგაზრდავების და ლიფტინგის ახალ, ფიზიოლოგიურ მეთოდიკაზე?

0

იცით რაიმე კანის გაახალგაზრდავების და ლიფტინგის ახალ, ფიზიოლოგიურ მეთოდიკაზე? პლაზმოლიფტინგი!!!

ეს უნიკალური მეთოდიკა ეფუძნება ჩვენი საკუთრი სისხლის გამოყენებას ჩვენივე კანის გასაახალგაზრდავებლად. ,,თვითგაახალგაზრდავების,, მეთოდის საფუძველი არის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ძლიერი აღმდგენი ეფექტი. ის შეჰყავთ პრობლემურ ადგილებში ინექციით და… იწყება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების გააქტიურება, ირთვება ბუნებრივი გააახალგაზრდავების ბიოლოგიური მექანიზმი. კანის უჯრედი მრავლდება და იბრუნებს პირველადი ღეროვანი უჯრედის თვისებებს. კანის ქვედა ფენებში მდებარე შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები – ფიბრობლასტები კი გაძლიერებულად იწყებენ საკუთარი კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას. ეს ყველაფერი კი უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს. კანი თითქოს შიგნიდან ცოცხლდება!
პროცედურა შეიძლება ჩაიტაროთ ნებისმიერ ასაკში, თუ გნებავთ თქვენს კანს დაუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა.
ამ პროცედურას ატარებს მხოლოდ პროფესიონალი ექიმი-კოსმეტოლოგი სერთიფიცირებული აპარატურით. ხდება ვენიდან სისხლის აგება სპეციალურ ვაკუუმურ სინჯარებში. შემდეგ სინჯარები თავსდება სპეციალურ ცენტრიფუგაში , სადაც ცალკე გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა. შემდეგ კი ეს პლაზმა მეზოთერაპიის მეთოდით შეყავთ პრობლემურ ადგილებში (სახე, ყელი, დეკოლტე).
მთელი პროცედურის ხანგრძლივობაა 1 საათი. მას არ სჭირდება გაუტკივარება. რამდენადაც ეს საკუთარი სისხლია, პროცედურა არ იწვევს დაინფიცირებას და ალერგიულ რეაქციებს, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.
რეზულტატი- კანის გამკვრივება, ბუნებრივი ფერის დაბრუნება, თვალებთნ სილურჯეების და წვრილი ნაოჭების გაქრობა.
გაახალგაზრდავდით ბუნებრივი მეთოდით!

 ტელ. 218 49 82 ან  591 688 866
🗞 მის. ფალიაშვილის 41
🌟🌟🌟🌟🌟

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply