ხილ-ბოსტნეული,თქვენი კანის ჯანმრთელობის გარანტი

0

გინდათ მოგიყვეთ რა კავშირია ამ სილამაზესა და თქვენი კანის მდგომარეობას შორის? მაშინ მომისმინეთ.
ელასტიური, მოვარდისფრო, ერთგვაროვანი კანის ზედაპირი – ეს ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

კანი- მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანოა. ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან, გამოყავს გადამუშავებული ნივთიერებები. მათი ფორებით ჩვენი სხეული სუნთქავს.
კანის ცხიმოვანი ჯირყვლები განაპირობებენ კანის სიმკვრივეს. იმის მიხედვით, ბევრ ცხიმს გამოყოფენ ისინი თუ ცოტას, კანი შეიძლება იყოს ცხიმიანი ან მშრალი. კანის თვისება – აკონტროლოს სითხის დაკარგვა და სხეულის ტემპერატურა – პირდაპირაა დამოკიდებული იმასთან, თუ როგორ ვგრძნობთ ჩვენ თავს.
ასეთი მნიშვნელოვანი ორგანოს – კანის ჯანმრთელობა დამოკიდებული ძალიან ბევრ პარამეტრზე: დაბალანსირებული კვება, კანის მოვლა, კუჭის ნორმალური ფუნქციონირება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური ვარჯიშები, საკმარისი ძილი და სულიერი წონასწორობაც კი…
ჩვენი კვების ხარისხი – ეს არის ჩვენი გარეგანი ვიზუალი. ეცადეთ შეამციროთ ნახშირწყლები, შაქარი, ცხიმიანი და შემწვარი ს

აკვები, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები.
ჭამეთ ბევრი უმი ხილი და ბოსტნეული, სასურველია – სეზონური. ისინი თქვენს კანზე უფრო მეტ მოქმედებას ახდენენ, ვიდრე ნებისმიერი კრემი და ლოსიონი. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ზაფხულში მათ გარეშე უფრო ვძლებთ..
სეზონზე გადამწიფებული და რბილი ხილ-კენკროვანი საუკეთესო კოსმეტიკური ნიღაბია. განსაკუთრებით სასარგებლოა მარწყვი, ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ატამი. თუ კანი მგრძნობიარეა, შეგიძლიათ ჩაამატოთ ცოტა არაჟანი ან ხაჭო.
ასევე ძალიან ახალისებს კანს კარტოფილის ახლადგამოწურული წვენი. წაისვით ეს წვენი სახეზე და ნახევარ საათში მოიწმინდეთ რძეში დასველებული ბამბით.
მშრალი და მზეზე გამომშრალი კანისთვის კარგია პომიდვრის წვენი. ოხრახუშის წვენით კი თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ სილურჟეებს თვალების გარშემო.
ეს პროდუქტები ასევე იწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებს კანის მთელ საფარველზე.
ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული… და ჯანმრთელობასთან ერთად სილამაზეც მოგემატებათ!

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply