რა არის ცელულიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას!?

0

რა არის ცელულიტი?
სიტყვა ცელულიტი ლათინური სიტყვა „Cell“-დან მომდინარეობს და ნიშნავს უჯრედს. ეს ტერმინი
პირველად შემოიტანა 1973 წელს ნიკოლ რანსარდმა (Nicole Ronsard), რომელმაც ჟურნალ „Vogue“-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა ქალის კანის ამ ნაკლის შესახებ და საუბრობდა მასთან ბრძოლის მეთოდებზე.

ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა.ის უმეტესად ქალებს აწუხებთ,რადგანაც ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს.სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე ცხიმოვანი ქსოვილები გაცილებით ჭარბად ვითარდება,რასაც თან სდევს კანზე ღრმულებისა და ბურცობების გაჩენა.ის ძირითადად მუცელზე, თეძოებზე,დუნდულა კუნთებზე ვითარდება.ცელულიტთან ბრძოლის ყველა მეთოდი მიმართულია იქითკენ, რომ გააუმჯობესდეს პირველ რიგში ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, ქსოვილის კვების რეჟიმი, შესაბამისად ამის ხარჯზე შემცირდეს ინტოქსიკაცია, ანუ შლაკების არსებობა ქსოვილთაშორის სითხეში და გაიზარდოს კანის ელასტიურობა.

რატომ ჩნდება ცელულიტი.?
არარაციონალური კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა, მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას იწვევს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თანმხლები დაავადებები, ორსულობა ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას

ცელულიტის განვითარების ეტაპები:
ექიმები ამტკიცებენ, რომ არსებობს ცელულიტის ოთხი საფეხური: პირველი, ყველაზე გავრცელებული სტადია, როცა კანზე ბურცობები და ღრმულები ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა. ამ სტადიაში ცელულიტთან ბრძოლა ადვილია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ორგანიზმიდან სითხისა და ნარჩენების აქტიური გამოდევნა. სპორტი, საუნა, ბალახები, ლიმფოდრენაჟი, ანტიცელულიტური კრემები, მატონიზებელი კრემები დადებით ეფექტს იძლევა.
მეორე სტადია გაცილებით რთულია. ამ დროს ორგანიზმიდან სითხის გამოძევებას უკვე ვენური სისტემაც ვეღარ უმკლავდება. ცხიმი უფრო მეტად მკვრივდება, შეშუპებაც იმატებს და სპეციალური დიეტის, ვარჯიშის, სირბილის, ცურვის, ველოსპორტისა და სხვა მსგავსი პროცედურების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. მესამე სტადიას ექიმები მიკრონადულარულს უწოდებენ. ამ ეტაპზე სხეულზე შეიმჩნევა მცირე ზომის კვანძოვანი სიმკვრივეები. მეორე სტადიის განკურნება სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება.მესამე-მეოთხე სტადია უჯრედების სკლეროზია. ამ დროს მხოლოდ სპორტი ვერ გიშველით, ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა მოგიხდებათ.და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს რომელიც დიაგნოზს დასვამს და მერე იმ კუთხით წაიყვანს მკურნალობას.

როგორ ვუმკურნალოთ ცელულიტს?
ერთერთი ყველაზე კარგი და ეფექტური მეთოდი ეს მასაჟია. ცელულიტთან საბრძოლველად სხვადასხვა სახის მასაჟს იყენებენ. არის საბაზისო, ანუ ხელით მასაჟის მეთოდი, არსებობს თაფლის მასაჟი, რომელსაც თაფლის საშუალებით აკეთებენ, არის მასაჟი სთოუნთერაპია, რომელიც ცხელი და ცივი ქვებით სრულდება, არის ვაკუუმური ანტიცელულიტური მასაჟი, რომელიც ქილებით ან სპეციალური აპარატურის დახმარებით კეთდება. თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში გამოიყენება ფიზიოთერაპიული აპარატურა გარკვეული ანტიცელულიტური პროგრამებით. თითოეული მასაჯი ხელის და აპარატულიც) კეთდება თანმიმდევრობით,პლიუს თან ერთვის ჯანსაღი კვების რაციონი, უნდა იყოს ნატურალური პროდუქტები, ანუ უნდა გამორიცხოთ სოსისები, ძეხვი, შებოლილი პროდუქტები, პელმენები, ჩიპსები, ტორტები. ეს პროდუქტები შეიცავენ არა მარტო დიდი რაოდენობით ცხიმს, არამედ ძალიან ტოქსიკურია მათი დამზადების ტექნოლოგიის გამო. ცხიმოვანი დეპოები კი აგროვებენ როგორც საკვებ, ასე ტოქსიკურ ნივთიერებებს. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ ორგანიზმს უკვე დაგროვილი ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში, რაშიც ხელს შეგიწყობთ 

სწორი კვება, ასევე ისეთი ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები, მაგალითად მწვანე ჩაი. გამორიცხეთ ნებისმ

იერი გაზიანი ტკბილი წყალი, მიიღეთ საკმარისი სითხე, დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა: მინერალური წყალი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები. დილით ჭამამდე დალიეთ ლიმონიანი წყალი, ის კარგად წმენდს კუჭნაწლავს.თქვენს რაციონში უნდა იყოს საკმარისი ვიტამინები და მინერალები, განსაკუთრებით ვიტამინი Е. მას შეიცავს მცენარეული ზეთი და კვერცხი. გარდა ამისა, საკვებში უნდა იყოს ბევრი ვიტამინი С. ის ამაგრებს შემაერთებელი ქსოვილების ბოჭკოებს. მიიღეთ ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ ზღვის მცენარეებს და იოდს. ჭამეთ ზღვის კომბოსტო და თევზი. ჩართეთ რაციონში ბევრი ბოსტნეული, უხეშად დაფქვილი ან მარცვლეულის პური, ცოცხალი მწვანილი. აუცილებლად შეამცირეთ ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება, უმჯობესია სრულიად უარი თქვათ, განსაკუთრებით უკანასკნელზე.

მოდი Body Care-ში და ერთად დავამარცხოთ ცელულიტი

იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავით ლამაზები…
თქვენი მარი მილორავა

🔎დაგვიკავშირდით

ტელ.591 688 866 ან 218-49-82
 მისამართი: ფალიაშვილი 41

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply