,,ლამაზი სხეული გაზაფხულზე”

0

გაზაფხულდა…
მზე ანათებს, ხალისი მოგვემატა, სტიმული გაჩნდა (ან გაძლიერდა), რომ ვიყოთ უფრო მოქნილები, მსუბუქები, გვემორჩილებოდეს სხეული, არ გვრთგუნავდეს შოპინგი, გულს არ გვიტეხავდეს სარკე…
ეს განწყობა ყოველი ქალის ,,წმინდა“ მოვალეობაა გაზაფხულზე
ასე რომ მთავარია თქვენ იყოთ ხალისიანები და ენერგიულები, მე კი შევეცდები პატარ-პატარა რჩევები მოგაწოდოთ, როგორ უნდა მიხედოთ თქვენს სხეულს.
სხეულის მოვლაში ბევრი რამ იგულისხმება – გახდომა, კორექცია, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, სახის მოვლა, ასევე თმის, ფრჩხილის, ხელის, ტერფის… რა თქმა უნდა კვება, რომ ყველაფერი ეს უკეთესი შედეგით დამთავრდეს. ასევე ვისაუბრებთ ვარჯიშებზე სხეულის სხვადასხვა ადგილებისთვის, და არამარტო… ასევე შემოგთავაზებთ კარგი ფორმის შესანარჩუნებელი მოძრაობის სხვადასხვა მეთოდებს, საიდანაც აუცილებლად მიაგნებთ იმას, რაც თქვენია.. და მერე ნახავთ როგორი სიამოვნებით მისცემთ ამას მუდმივ ხასიათს… ასევე ვისაუბრებთ ფსიქოლოგიურ განწყობაზე და პატარ-პატარა ,,ეშმაკობებზე“, რაც დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში.
ესეიგი ვიწყებთ!
დღეს ვისაუბროთ სხეულის კორექციაზე.
ანუ, განმარტებით- ესაა ეფექტური პროცედურების კომპლექსი, რომელიც მიმართულია ზედმეტ წონასთან საბრძოლველად და ასევე (არანაკლებ მნიშვნელოვანი) სხეულის იდეალური ფორმის აღდგენისთვის, ასევე კანისა და კუნთის სიმკვრივისთვის.
21-ე საუკუნეში არის ძალიან ბევრი ინოვაციური მეთოდი, რომელიც კარგად დავიწყებული ძველია (თაფლის, ვაკუუმის მასაჟები, შეფუთვები), ასევე ბოლო დროს მოხშირებული ეფექტური აპარატული მეთოდები.
ეს უკვე ესთეტიური მედიცინაა, ამიტომ შეიძლება , როგორ არაპროფესიონალებმა, ბევრ რამეს თვალი ვერ მიადევნოთ, ასევე მრავალფეროვანი რეკლამით დაბნეულები ვერ გავერკვეთ რომელია უკეთესი. მე, როგორც ამ დარგში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი, შევეცდები დაგეხმაროთ აგიხსნათ მეთოდები, გაგაცნოთ ჩემი აზრი და, თუ ამის შემდეგ მენდობით, მოგაწოდოთ, ჩემი რჩევები.
ეხლა გაგაცნობთ იმ სარეკლამო ტექსტებს, რომლებზეც ჩვენ, პროფესიონალებს, უბრალოდ გვეცინება:
– აპარატით გამოდის 1 კგ ცხიმი დღეში
– 1 პროცედურაში შევიწროვდები 8-10 სმ-ით
– გახდომა ერთხელ და სამუდამოდ
– ერთადერთი სრულქმნილი სხეულის საკორექციო აპარატი
და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვებღაუჭებით ასეთ ფრაზებს, იმიტომ რომ გვინდა ყველაფერი მოკლე დროში და იდეალური შედეგით. მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ ხდება. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია თავისი ჰორმონალური ბალანსით, გენეტიკური მონაცემებით, ცხოვრების წესით, კვებითი ჩვევებით და კიდევ ბევრი პარამეტრით. ამიტომ არ შეიძლება ყველამ ერთნაირად დაიკლოს რაღაც დროში, ან ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე მიაღწიო შედეგს, ან ერთმა აპარატმა თვითონ მოგიგვაროს ყველა პრობლემა.
ყველაზე ცუდი დევიზია: ,,გადავიხადე გახდომისთვის და ვჭამ რამდენიც მინდა“ 

იბადება ლოგიკური კითხვა:
-თუ დავიცავი დიეტა, ისედაც ხო გავხდები?
პასუხი:
-ყველა ადამინსთვის ესა თუ ის დიეტა არაა ეფექტური. შეიძლება ,,მეზობლის დიეტაზე“, რაზეც მან 10კგ დაიკლო, თქვენ დაიკლოთ 2 ან სულაც ვერ დაიკლოთ. ხშირად აქაც საჭიროა ექიმის კონსულტაციები, დანიშნულება და რჩევები, რომელი პროდუქტებია თქვენთვის სასარგებლო, რა დღის რეჟიმი და დღის რომელ მონაკვეთში რა პროდუქტს უნდა ერიდოთ. და ჰორმონალური ცვლილებების გარდა არსებოს ვიტამინურ-მინერალური ბალანსი, რომლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. ამ ყველაფერში კი თვითონ გაგიჭირდებათ გარკვევა.
-საკორექციო პროცედურებთან ერთად ხდებით სწორედ იმ ადგილებში, რომლებიც პრობლემურია, რადგან დიეტის დროს ,,თხელი“ ადგილებიდან უფრო სწრაფად მიდის ცხიმი, პრობლემურ ადგილებში კი სისხლის და ლიმფის მიმოქცევა დარღვეულია და შესაბამისად, ცხიმიც ნელა გამოდის. ამიტომ ვიღებთ უფრო მეტ ასიმეტრიას.
-ხდებით უფრო სწრაფად
-გიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. აღდგება კანის სტრუქტურა და ფერი, სისხლის და ლიმფის მიმოქცევა. ეს იწვევს სიმსუბუქეს, ტონუსს, შეშუპების და ტკივილების მოხსნას, კარგ ძილს. შინაგანი ორგანოები და ძვალ-სახსროვანი სისტემაც ჯანსაღდება. ვაკონკრეტებ, ეს ხდება როცა ვიკეთებთ საკორექციო პროცედურების კურსს და არა პროცედურას 1 აპარატზე.
-ამ კურსის შემდეგ დიდხანს ინარჩუნებთ ეფექტს, რადგან უკვე აღდგენილია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება და ტოქსინებიც სწრაფად გამოდის.
-და კიდევ ერთი: დიეტა და ვარჯიში ცელულიტებს არ შლის. ცელულიტი, ესაა არასწორად განლაგებული ცხიმოვანი უჯრედები, რომელსაც ასწორებს მხოლოდ საკორექციო პროცედურები.

იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply