5 სასარგებლო ნივთიერება კანისთვის გაზფხულზე

0

გაზაფხულდა და კანის ,,საგაზაფხულო“ პრობლემებმა იჩინა თავი. ესაა ზამთრის დაბალი ტემპერატურის, ოთახის სიმშრალის, მზის და ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომები – კანის ტონუსის დაქვეითება, ფერის და ელასტიურობის დაკარგვა.
მოვიმარაგოთ მთავარი საშუალებები ასეთი კანის მოვლისთვის:

1) ვიტამინი A
ის სტიმულაციას უკეთებს კანის სიმკვრივეს. ის არის მკვებავი და ასაკსაწინააღმდეგო კრემების, ნიღბების და შრატების შემადგენლობაში სახელწოდებით – ვიტამინი A, რეტინოლი, რეტინოლის აცეტატი, რეტინოლის პალმიტატი, რეტინოლის მჟავა.
სასურველია იხმაროთ ეს საშუალებები 30 წლის მერე, მზეზე კი აუცილებლად იხმარეთ დამცავ ფილტრთან ერთად, რადგან ის აძლიერებს მზის სხივების მოქმედებას კანზე.

2) ვიტამინი E (ტოკოფეროლი)
ის აახლებს ეპიდერმისს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ამიტომ შედის სადრენაჟო და თვალის კრემების შემადგენლობაში.
საუკეთესოა ვიტამინი E ვიტამინ C-სთან კომბინაციაში. ამ ანტიოქსიდანტებს აქვთ კანის დამცავი ეფექტი და გამოიყენება უსაფრთხო რუჯისთვის.
კარგია, თუ ამ ვიტამინების კომპლექსს ემატება მინერალები – თუთია, სელენი და მაგნიუმი.

3) B ჯგუფის ვიტამინები
ეს კომპლექსი ააქტიურებს კანის აღდგენის პროცესს, არის დამატენიანებელი, მატონიზირებელი, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. კომპლექსი შედის გამაახალგაზრდავებელი კრემების და შრატების შემადგენლობაში. აქვს მაქსიმალური ეფექტი 3-4 კვირის ხმარების შემდეგ.

4) პროტეინები (ანუ ცილები)
ისინი აუმჯობესებენ წყლის ბალანსს და ხელს უწყობენ ეპიდერმისის გაჯანსაღებას, განსაკუთრებით ტრავმების შემდეგ.
პროტეინები განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი კანისთვის. ისინი ხელს უწყობენ წყლის შეჩერებას ეპიდერმისში.
კრემებში, ლოსიონებსა და ბალზამებში შეიძლება იყოს სტაფილოს, აბრეშუმის და შავი ხიზილალის პროტეინები.

5) ხილის მჟავები
ისინი აცილებენ კანს მკვდარ უჯრედებს და ატენიანებენ მას. ამიტომ ეს აუცილებელი ნივთიერებებია საგაზაფხულო მოვლისთვის.
რამოდენიმე მჟავას კომბინაცია უზრუნველყოფს მათ უფრო თანაბარ შეწოვას დერმაში რაც ხელს უწყობს ფორების შევიწროებას, კანის ფერის და რელიეფის გამოსწორებას.
ხილის მჟავეები არის პილინგების, სქრაბების, დამატენიანებელი და მათეთრებელი კრემების და შრატების შემადგენლობაში.

აი, ეს სჭირდება კანს გაზაფხულზე, მაგრამ…
არ დაგავიწყდეთ საერთო გაჯანსაღებაც. მეტი მოძრაობა, სუფთა ჰაერი, წყალი და ხალისი.

სილამაზე და ხალისი ჩვენს ხელშია!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply