გაზაფხულის 1 დღე-დილით…

0

გაზაფხულის 1 დღე
                                    დილა…

ბუნებამ გაიღვიძა და ჩვენ სხეულსაც მოუნდა ზამთრიდან გამოსვლა, ე.ი. უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა.
ამ დროს ვიწყებთ სასწრაფო, მკაცრ ექსპრეს-დიეტებს, რაც დიდი შეცდომაა – ორგანიზმის დამცავი ძალები ზამთრის მერე შესუსტებულია, დაბალი იმუნიტეტისა და ავიტამინოზის პირობებში კი კვების უკმარისობამ შეიძლება ქრონიკულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს.
სასურველია ავარჩიოთ დაბალანსებული დიეტები სწორი რაციონით და ასევე- ნელნელა გავაძლიეროთ ფიზიკური აქტივობა.

წარმოიდგინეთ გაზაფხულის 1 ჩვეულებრივი დილა ასე:
– ვიღვიძებთ და პირდაპირ ლოგინში თვალდახუჭულები ვიწყებთ წრიულ მოძრაობებს მაჯის სახსარში 10-10-ჯერ ორივე მხარეს, მერე იგივე იდაყვის და მხრის სახსარში; გადავწიოთ თავი ნელა მარჯვნივ და მარცხნივ (დასაწყისისთვის ვიმყოფინოთ 2-2ჯერ, შემდეგში კი ავიდეთ 10-მდე).
ამ მოძრაობებით უკვე კარგად ვფხიზლდებით, რადგან ტვინში სისხლის ცირკულაცია ძლიერდება. ეხლა უკვე შეგვიძლია ავამოძრავოთ ფეხი კოჭის სახსარში წრიულად 10-10-ჯერ ორივე მხარეს, შემდეგ მუხლი (შიგნით და წრიულად გარეთ) და უკვე კარგად გამოღვიძებულები წამოვჯდეთ, დავლიოთ წინა საღამოსვე იქვე დადგმული ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი.

ავდგეთ, გავაღოთ ფანჯარა და 5-10 წუთი ვაკეთოთ ფეხზე დამდგარი ვარჯიშები რომლებიც თქვენთვის მისაღებია. (თვალი გვადევნეთ, ვარჯიშების დიდ არჩევანს შემოგთავაზებთ სხეულის სხვადასხვა ნაწილებისათვის).

– ვარჯიშის შემდეგ ისევ დავლიოთ 1 ჭიქა წყალი (კარგი იქნება ლიმონიანი) და მივიღოთ შხაპი. შხაპის ქვეშ (თუ დრო გვაქვს) უხეში ჯაგრისით წრიული მოძრაობებით დავიზილოთ კიდურები პერიფერიიდან ცენტრისკენ.
საუზმე შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
– ჰერკულესი (უხდება I და III ჯგუფის სისხლს)
– წიწიბურა, ფეტვი (უხდება II,IV, ჯგუფის სისხლს)
– ხაჭო კეფირით ან მაწვნით
– კვერცხი (ეხლა კარგია წითელი) და კიტრი (ან მაწონი, კეფირი)
თუ ყაბზობა გაწუხებთ, შეგიძლიათ საუზმეს მოაყაროთ 1 კოვზი ქატო ან უზმოზე მიირთვათ 1 ვაშლი.

ყავა და ჩაი მიირთვით უშაქროდ. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 2 ლიტრი სითხე, ამიტომ თუ ამ სითხეს მიეჩვევით უშაქროდ, მათ გემოსაც უკეთ შეიგრძნობთ და დიეტის მერე საკუთარ თავს უფლებას მისცემთ ხანდახან უბრალოდ ტკბილეული მიაყოლოთ.

ყოველ გაზაფხულზე გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზები ვიტამინებზე (განსაკუთრებით აქტუალური უმზეო ზამთრის მერე არის D ვიტამინი, რომლის ნაკლებობა საბოლოოდ წონაზეც მოქმედებს) და მინერალებზე. ანალიზის პასუხით უკვე ზუსტად გეცოდინებათ, რომელი ვიტამინების და მინერალების კომპლექსია თქვენთვის ოპტიმალური გაზაფხულზე საუზმის შემდეგ.
ასეთი გაზაფხულის დილა აგავსებთ ენერგიით და ხალისით, გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში და გადით სახლიდან, ახედეთ მზეს, აყვავებულ ბუნებას და იჩუქეთ კიდევ ერთი ლამაზი დღე თქვენს ცხოვრებაში.
დილა გაგაცანით…
ხვალ კი ვისაუბროთ ,,გაზაფხულის დღე“-ზე.

იყავით ჯანმრთელები და შეინარჩუნეთ საგაზაფხულო განწყობა!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply