,,დიეტა და ალკოჰოლი”

0

ყურძნისა და ღვინის ქვეყანაში ხანგრძლივი დიეტების დროს აუცილებლად ისმევა კითხვა ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით. ამ კითხვას ერთვის სიტყვები ,,ხანდახან მიწევს“, აბა სუფრაზე რა ვქნა“ და ა.შ.

ესეიგი დალევა-არ დალევა
საკითხავი აი ეს არის!

შევეცდები დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. ჯერ ვახსენოთ უცილობელი მინუსები:
-ყველა ალკოჰოლური სასმელი კალორიულია (30-დან 250 კალორიამდე) და ეს ,,ფუჭი“ კალორიებია, რადგან არ შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს.
-ალკოჰოლის მიღება იწვევს ,,ცრუ შიმშილს“
-ალკოჰოლი ასუსტებს ნებისყოფას
-დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების დროს ღვიძლი ვერ ასწრებს ტოქსინების გადამუშავებას და იწყება ინტოქსიკაცია.
-ალკოჰოლი იწვევს დრენაჟის დარღვევას და შესაბამისად იმატებს წონა
-ალკოჰოლი იწვევს გაუწყლოვანებას და ამით ნელდება ნივთიერებათა ცვლა
-ალკოჰოლი არღვევს ორგანიზმის ნორმალურ ბიორითმებს

პლიუსები ჩამოვთვალოთ?
-რელაქსი, ენდორფინები, ამაღლებული განწყობა…
რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არ გვეთმობა ხანგრძლივი დიეტების პერიოდში.
ამიტომ ნუ გადავალთ ფანატიზმში. მივცეთ ხანდახან საკუთარ თავს ამ განწყობის უფლება და დიეტების დროსაც კი შეგვიძლია თვეში 1-2ჯერ გავინებივროთ თავი.
ამ დროს საჭიროა მხოლოდ სწორი რეკომენდაციები:
-სასურველია ავარჩიოთ მშრალი წითელი ან თეთრი ღვინო (ყველაზე ნაკლებკალორიული ალკოჰოლი) და მივირთვათ მხოლოდ 1 ჭიქა. უმჯობესია ჭამის შემდეგ და ნელნელა.
-ცილოვანი საკვები ალკოჰოლის მიღების დროს ცუდად იწოვება. ამიტომ სასურველია მივირთვათ ბოსტნეული და სასარგებლო ცხიმები (თხილეული, ავოკადო, ცხიმიანი თევზი, სალათები ზეითუნის ზეთით)
-დავაყოლოთ ალკოჰოლს უგაზო მინერალური წყალი ნელი ყლუპებით. თრობის ეფექტიც გაგრძელდება და გაუწყლოვანებაც არ მოხდება.
ასეთი წესებით მიღებული ღვინო არადიეტურ პერიოდში შეიძლება უფრო ხშირადაც მივირთვათ და 2-3 ჭიქამდეც, რადგან ეს სასმელი განწყობის ამაღლების გარდა ავსებს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს და უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
სასმელებიდან კალორიულობიდან გათვალისწინებით შეგიძლიათ ასევე მიირთვათ შამპანიურიც, ოღონდ მშრალი ან ბრიუტი.
რაც შეეხება ლუდს, ავარჩიოთ ღია ფერის და ვერიდოთ მარილიან საკვებს. ჯობია მივაყოლოთ თხილეული.
არაყი, კონიაკი და კოქტეილები კი არის 5-7-ჯერ უფრო კალორიული და სპირტის მაღალი შემცველობით. ამიტომ დიეტური თვალსაზრისით არ გირჩევთ.
ასევე არ გირჩევთ ალკოჰოლის, როგორც აპერეტივის მიღებას. ასე მიიღებული უფრო ზედმეტ მადას აღძრავს.
რაღაც ღონისძიების გამო თუ ზედმეტი ალკოჰოლის მიღება მოგივიდათ, შეეცადეთ მეორე დღეს მიიღოთ აქტივირებული ნახშირი (1 აბი 10 კგ წონაზე) და მიირთვათ რაიმე ინერტული საკვები, რომელიც არ გააღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ასევე დალიეთ ბევრი სითხე.

იყავით ჯანმრთელები, იცხოვრეთ თავისუფლად, მიირთვით რაც მოგწონთ და გახსოვდეთ: არ არსებობს კარგი და ცუდი საკვები, საქმე დოზებშია და სწორ რეკომენდაციებში.
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply