საგაზაფხულო გახდომის თავისებურებები- მარი მილორავასგან

0

გაზაფხულზე ყველა მანდილოსანი თავის ,,წმინდა მოვალეობად“ თვლის ზამთარში დაგროვილი კილოგრამებისგან განთავისუფლებას. მითუმეტეს, რომ ტანსაცმელიც მსუბუქდება და გვერდებზე ჩალაგებული ნაკეცები შესამჩნევი ხდება.
საგაზაფხულო გახდომის პროცესს აქვს თავისი თავისებურებები. განვიხილოთ უმთავრესი მათგანი:

რატომაა გაზაფხულზე წონის კლება უფრო ძნელი?

-მიუხედავად იმისა, რომ დღე იმატებს და ორგანიზმის აქტიურობა იზრდება, შესაბამისად კი ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, დიეტების დაცვა მაინც ჭირს, რადგან ზამთარგამოვლილი ორგანიზმი განიცდის ვიტამინების და მინერალების მკვეთრ უკმარისობას. ასევე ძალიან გვიშლის ზამთრიდან გამოყოლილი ჩვევა- ვჭამოთ მაღალკალორიული საკვები.

რა მეთოდით არ შეიძლება წონის კლება გაზაფხულზე?

-გაზაფხულზე კატეგორიულად არ შეიძლება მკაცრი მონოდიეტები. ამით უფრო დავასუსტებთ ორგანიზმს და ქრონიკული დაავადებების გამწვავებასთან ერთად მივიღებთ კანის გამოფიტვას, თმის ცვენას, ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებას.

როგორ გავხდეთ გაზაფხულზე?

ამისათვის საჭიროა რამოდენიმე აუცილებელი პირობა:
-მოტივაცია.
წარმოვიდგინოთ თავი ისეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა, რომ ვიყოთ და ვიფიქროთ ამაზე ხშირად. კარგი იქნება, თუ თვალსაჩინო ადგილას დავკიდებთ საკუთარ სურათს, სადაც თავი მოგვწონს (ან ნებისმიერ ფოტოს, რომელიც ჩვენი იდეალია). ასევე კარგი იქნება საოცნებო მოდელის ტანსაცმელი, რომელიც გვინდა, რომ შემდეგში ჩავიცვათ.

-საკვები რაციონის შეცვლა.
როგორც ტანსაცმელი, ასევე საკვებიც უნდა შეიცვალოს უფრო მსუბუქზე. ვიხმაროთ ბევრი მწვანილი (მჟაუნა, ისპანახი, წიწმატი, მწვანე სალათი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, რუკოლუ…) მოამზადეთ სალათები ლიმონის წვენით (ან ვაშლის ძმრით) და ზეითუნის ზეთით.
საჭიროა ცილაც- კარგია კვერცხი, ხორცის სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი, ელენთა), ასევე თევზი, ქათმის ხორცი- გრილზე შემწვარი ან მოხარშული. ცილა მიირთვით ისევ მწვანე ბოსტნეულთან ერთად.
შეეცადეთ ცილა მიიღოთ საღამოს- ეს მოგცემთ ენერგიას და საღამოს აღარ მოგშივდებათ. თუ ღამის საათებში გიჭირთ, შეგიძლიათ მიირთვათ კიტრი, ვაშლი ან კეფირი, მაწონი.
სვით ბევრი სითხე- უმთავრესი რაოდენობა 17.00-მდე.
ჭამეთ მცირე ულუფებით და 3-4-5-ჯერ დღეში (როგორც მოახერხებთ)

-გააქტიურდით ფიზიკურად, აღიდგინეთ მთვლემარე მეტაბოლიზმი. დიდი ჩამონათვალიდან აირჩიეთ ის, რაც უფრო მოგწონთ- სპორტი, ცეკვა, იოგა, ცურვა… ან თუნდაც ბევრი იარეთ სუფთა ჰაერზე.

თუ გაწუხებთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სასურველია დიეტების დაცვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და შედეგიც უკეთესი იქნება.

-კარგია სხეულის საკორექციო პროცედურების კეთება- უფრო ჩქარა და კარგი ფორმით გასახდომად (სწორედ იმ ადგილებიდან მიდის, რომელიც პრობლემატურია), ასევე ზედმეტი კანიც არ დაგრჩებათ. პარალელურად კი აღდგება სისხლის და ლიმფის სწორი ცირკულაცია.

იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply