როგორ დავიცვათ თავი შემოდგომის დეპრესიისგან-რჩევები მარი მილორავასგან (ნაწილი I)

0
შემოდგომის წვიმა, ნაცრისფერი ცა, ცხელი ჩაი, ცხელი შოკოლადი…📷👍📷🤣 ცოტა ხანში უფრო აცივდება და ამ ჩამონათვალს დაემატება დილის ძილქუში, აპათია, დეპრესია, ავიტამინოზი…📷😭📷😭 ჩაისთან კი გაჩნდება ნამცხვარი, პიცა, ხაჭაპური, ფუნთუშა, ხინკალი…📷👀 და როგორც შედეგი, ნელნელა მოიმატებს დეპრესია და წონა, და ჩაკეტილი წრეც უკვე თავისით განაგრძობს ,,დიდწონიან“ გზას.
ესაა შემოდგომის საერთო სცენარის ,,გენერალური ხაზი“ ამ არასასურველი სცენარიდან გადასახვევად გავეცნოთ ამ მოვლენის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და გზაც თავისით გამოჩნდება.📷☝️
უპირველესად, თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ ეს არ არის ჩვენი სულიერი მდგომარეობის გამოვლინება. ესაა უბრალოდ ჩვენი ბიორითმების კავშირი ბუნებასთან. იკლებს დღე და მზის შუქი, იმატებს სიბნელე და ამ დრო გამოიყოფა მეტი ძილის ჰორმონი მელატონინი. ეს კი ამცირებს ცხოვრებისეულ აქტივობას.პარალელურად მცირდება ჰორმონ სეროტონინის გამოყოფა, რომელიც დამოკიდებულია მზიდან დაწყებული, ძალიან ბევრ ფაქტორზე. სეროტონინი კი მთავარი კომპონენტია ენდორფინის, ანუ სიხარულის ჰორმონის გამოყოფაში. სიცივეები, ბუნების გაუფერულება, სამუშაო რეჟიმი და სტრესები (აბა, ამას ვიღა შეგვიმცირებს სეზონურად) ამავე დროს იწვევს სტრესის ჰორმონების -კორტიზოლის და ადრენალინის მომატებას. გვიან შემოდგომაზე კი გვემატება ასევე ავიტამინოზი, რომელსაც მოაქვს ისევ და ისევ უღონობა, აპათია და ხელის გაშვერა ტკბილეულისკენ და სასუსნავისკენ…📷😱
ამ გაუგებრობიდან თავის დასაღწევად თუ ვერ ახერხებთ გაზაფხულამდე კანარის კუნძულებზე გაქცევას📷😍📷😍, იცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს:📷👍📷👍
-ეცადეთ დღეში 1 საათი მაინც გაატაროთ გარეთ დღის შუქზე. -მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. 8-საათიანი ძილი ბიოლოგიურ დროს მაქსიმალურად მოაწესრიგებს თქვენს ჰორმონალურ სისტემას. -ბუნებაში ფერების გაქრობა ჩაანაცვლეთ მკვეთრი და მზიანი ფერის ტანსაცმლით. წვიმაშიც კი გეხუროთ ხალისიანი ქოლგა. -გამოიყენეთ შემოდგომის სეზონური ხილი მაქსიმალურად, მასში ეხლაა ბევრი ვიტამინები. დაჭერით, გაწურეთ, გახეხეთ, მოხარშეთ კომპოტი. -მიირთვით ჩირი, მწარე შოკოლადი, ბანანი (ვისთვისაც შეიძლება). -ეხლა ყველაზე კარგი დროა შეიძინოთ აბონემენტი იოგაზე, ცეკვაზე, ცურვაზე… აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას. -გაიკეთეთ მასაჟები. ისინი აღადგენენ ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, აღადგენენ ძვალ-სახსროვანი და ჰორმონალური სისტემის ფუნქციას. განსაკუთრებით სასარგებლო და სასიამოვნოა ამ დღეებში ცხელი ქვებისა და შოკოლადის მასაჟი. -მიიღეთ ცხელი აბაზანები ზღვის მარილითა და წიწვების ექსტრაქტით. -დალიეთ პოლივიტამინები მიკროელემენტებით. -ერთ-ერთი ძირითადი საკითხი კი შინაგანი ჰომეოსტაზის და ენერგიის აღსადგენად არის კვება, რომელზეც შევეცდები ხვალ მოგაწოდოთ დეტალური სასარგებლო ინფორმაცია.
აბა ხვალამდე, ხალისიან დღეს გისურვებთ!📷😍
თქვენი მარი მილორავა <3

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply