შინდის ,,2-დღიანი კონფიტიური“ მარი მილორავასგან

0

შინდის ,,2-დღიანი კონფიტიური“

მასალა:
1 კგ მწიფე შინდი
1 კგ შაქარი
1 ლიმონი
2 ს.კ. რომი (ან კონიაკი)

გავხეხოთ შინდი, დავაყაროთ შაქარი და დავტოვოთ, სანამ წვენს გამოუშვებს. მერე დავახეხოთ ლიმონის ცედრა, დავასხათ ლიმონის წვენი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, თან მოვხსნათ ქაფი.
გამოვრთოთ, დავტოვოთ 12 საათი და მერე წამოვადუღოთ მეორედ და ისევ მოვხსნათ ქაფი, დავტოვოთ ისევ 12 საათი
მესამედ წამოვადუღოთ, გამორთვისას ჩავასხათ რომი, კარგად ავურიოთ და ჩავასხათ პატარა ქილებში.

P.S. ასე მომზადებული შინდი კარგად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს და ლამაზ ფერს.
P.S.   ალბათ გაგიკვირდათ რეცეპტი საკმაო რაოდენობის შაქრით   მაგრამ შინდი იმდენად სასარგებლო და აუცილებელია ზამთარში, რომ დილით თხელი მსხვილმარცვლოვანი პურის ტოსტზე თხლად წასმული ეს კონფიტიური ჯანმრთელობასაც შეგმატებთ და ვირუსებსაც შეებრძოლება.

იზრუნეთ ზამთრის ნატურალური ვიტამინების მარაგზე!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply