შინდის არომატული ცხარე სოუსი მარი მილორავასგან

0

მასალა: შინდი 0,5 კგ
წითელი წიწაკა -1,2 ცალი
ხმელი სუნელი -1 ჩ.კ.
ნიორი -4,5 ცალი
ქინძი, კამა, პიტნა -ერთად 1 კონა
ღვინის ძმარი -1 ჩ.კ.
მარილი -გემოვნებით

ქვაბში ჩაყრილ გარეცხილ მწიფე შინდს დავასხათ ფსკერზე 1-2 სანტიმეტრზე წყალი და წამოვადუღოთ თავდახურულად. ასე ჩათუთქული შინდი ოდნავ რომ გაცივდება, გავხეხოთ და კურკებიც ადვილად დასცილდება. დარჩენილ კურკებს კი დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. აქედან გამოვა კარგი კომპოტი. კურკის ნახარში ძალიან სასარგებლოა.
გახეხილ შინდის პიურეს კი ჩავამატოთ მარილი, წიწაკა, 1 ნიორი, ხმელი სუნელი. ჩავამატოთ კურკის საკამპოტე ნახარშიდან ცოტა წვენი და დავდგათ მოსახარშად 10-15 წუთი. ბოლო წუთს ჩავამატოთ დარჩენილი დაბლენდერებული ნიორი და მწვანილები და მალევე გამოვრთოთ. მოხარშული სოუსი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის.ოდნავ რომ გაცივდება, ჩავამატოთ 1 ჩ.კ. ძმარი, კარგად ავურიოთ, ჩავასხათ მომცრო ხუფიან ქილებში, თავდახურული კარგად გავაციოთ და შევდგათ მაცივარში.

ეს სოუსი ძალიან უხდება შემწვარ და მოხარშულ ხორცს. არომატის გარდა მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს.

მიირთვით უგემრიელესი სეზონური პროდუქტები და დაიმუხტეთ ენერგიით! 
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply