,,ქებათა ქება საუზმეს“- რჩევები მარი მილორავასგან

0

სერიიდან ,,ქებათა ქება საუზმეს“
აბა როგორები იღვიძებთ დილით ქალაქის მცხოვრებლები?
ხოო, უმთავრესად მოდუნებულები, ენერგიის დეფიციტით… საყვირი და საათი კი სამსახურში გეძახით.
და აი, დილის ვარჯიში (ან უბრალოდ გაზმორება) შხაპი და ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი – საუზმე!
დილის კვება ამუშავებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს და უზრუნველყოფს ორგანიზმს დღის ენერგიით. 
ძველი ჩინური ანდაზა ამბობს: ,,საუზმე -მიირთვი თვითონ, სადილი -გაუყავი მეგობარს, ვახშამი -მიეცი მტერს“.
არა ხართ მიჩვეული დილის ჭამას? მადა არა გაქვთ დილით? დრო არა გაქვთ?
თქვენ უბრალოდ არ იცით, რისთვისაა სასარგებლო საუზმე :
-აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას (ესეიგი ხელს უწყობს გახდომას)
– გვეხმარება წონის სტაბილიზაციაში და მადის დაქვეითებაში დღის განმავლობაში
-აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას (ებრძვის თრომბოციტების აგრეგაციას და ეს კი ინფარქტების და ინსულტების პროფილაქტიკაა)
-ამცირებს ქოლესტერინის ნაერთებს
-ვინც მუდმივად და სწორი პროდუქტებით საუზმობს, უფრო იშვიათად ემართება შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, ნაღვლის კენჭოვანი დაავადება.
-საუზმე გვავსებს ენერგიით. ამით იხსნება ძილიანობა, აპათია, მაღლდება განწყობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

აბა, დაგარწმუნეთ?
მაშინ განვიხილოთ რამდენი და როგორი პროდუქტებია სასარგებლო საუზმეზე:
-რამდენი
საუზმე უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის 40%-ს. ესაა დაახლოებით 350-500 კკალ. ეს საკვები შეიძლება მივიღოთ 2-ჯერადად 1- 1,5 საათის განმავლობაში.
როგორი?
კვერცხი- ცილა, ვიტამინები და მინერალები.
ქათმის ხორცი -იდეალური ცილა, საშენი მასალა ორგანიზმისთვის.
მსხვილმარცვლოვანი პური – ღამე ეცემა შაქრის დონე და ეს საკვები გვაძლევს ენერგიას.
ბურღულეული (ანუ ფაფეული)- ეს ,,ნელი ნახშირწყლები“ სავსეა ენერგიით და ნაწლავების ცოცხია.
ყველი – კალციუმის წყარო
კეფირი, მაწონი, იოგურტი -მსუბუქად მისაღები ფერმენტირებული ცილა.
მწვანე ჩაი – ძლიერი დეტოქსიკანტი.
თაფლი- ვიტამინების და მინერალების უდიდესი წყარო, ზრდის სტრესმედეგობას.
ყავა- ამის ახსნა უკვე აღარ გჭირდებათ 
კარგი იქნება, თუ ხილს მიირთმევთ მეორე საუზმეზე.
ნახშირწყლოვანი საკვები (ფაფები, ბურღულეული) აუცილებელია იმათთვის, ვინც უპირატესად გონებრივი მუშაობითაა დაკავებული. ასევე კარგია თხილეული, ხილი და წვენი.
ცილოვანი საკვები აუცილებელია იმათთვის, ვინც უმეტესად ფიზიკური შრომითაა დაკავებული. აქაც საჭიროა ნახშირწყლების რაღაც რაოდენობის დამატება.

ისაუზმეთ კარგად და გისურვებთ წარმატებულ დღეს!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply