როგორ დავიცვათ თავი შემოდგომის დეპრესიისგან-რჩევები მარი მილორავასგან (ნაწილი III)

0
შემოდგომის ოქროსფერი დღეებია…
ბუნება სხვადასხვა ფერებით აივსო…
მზე თბილად გვეალერსება…
მაგრამ პარალელურად აცივდა და ჩვენს ორგანიზმს უჭირს გადართვა ამ რეჟიმზე, უფრო ხშირად ვაკითხავთ სამზარეულოს, რომ შევივსოთ ენერგეტიკული ბალანსი. ამ დროს ყველაზე უკეთესია ნახშირწყლების მიღება. მაგრამ აქაც უნდა შევარჩიოთ – რომელი?
ამ სეზონზე ყველაზე კარგია მარცვლეულის ფაფები (გარდა ბანანის ბურღულისა). ისინი შეიძლება მოვამზადოთ წყალზე და რძეზეც.
რომ დავიცვათ ჯანმრთელი პრიორიტეტი გემრიელსა და სასარგებლოს შორის – ჯობია ვიყიდოთ 2,5%-იანი რძე.
თუ ფაფა არ გიყვართ, შეგიძლიათ მოხარშოთ ბურღულეული და მიირთვათ როგორც გარნირი მოთუშულ ან გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან ერთად. შემოდგომაზე ბაღისა და ბოსტნის მზით გაჯერებული პროდუქტები უფრო სასიამოვნოა თერმული დამუშავების შემდეგ.
გთავაზობთ დაახლოებით მენიუს მთელი დღის განმავლობაში:
საუზმე – ფაფა
ლანჩი – მოთუშული ვაშლი
სადილი – ბოსტნეულის სუპი, ბოსტნეულის ცხელი კერძი. ძალიან კარგია სოკო, რომელსაც ,,ტყის ხორცს,, ეძახიან; ან ბოსტნეულის ოლადები; აგრეთვე გრილზე შემწვარი ან კანიანად მოხარშული კარტოფილი.
სამხარი – ხილის ან ბოსტნეულის სალათი იოგურტით ან დაბალკალორიული ყველით (80კკალ-მდე)
ვახშამი – ხანგრძლივი მოქმედების ნახშირწყლები (რუხი მაკარონი, გაღივებული ხორბალი ან ხლებცი) ბოსტნეულით ან ყველით.
რა თქმა უნდა – არ უნდა დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში 2 ლ-მდე სითხე. რადგანაც ამ სეზონზე სასმელიც თბილია სასიამოვნო, ამიტომ პრიორიტეტი მიანიჭეთ ფეიხოას, ქაცვის და მაყვლის უშაქრო კომპოტებს. საღამოობით თერმოსში დააყენეთ ასკილი და მირთვით დღის განმავლობაში 1-2 ჭიქა. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ 1 ჩაის კოვზი თაფლი. აი, ასეთ რეჟიმში თქვენ შემოდგომაზე შეინარჩუნებთ არამარტო ჯანმრთელობას, არამედ წონასაც.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply