როგორ დავიცვათ თავი შემოდგომის დეპრესიისგან-რჩევები მარი მილორავასგან (ნაწილი II)

0
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემოდგომის დეპრესიით პლანეტის მეხუთედი იტანჯება.
ეს არის ორგანიზმის რეაქცია გარემოს ცვლილებაზე. მაგრამ არსებობს ძალიან ქმედითი მეთოდი ამ უსიამოვნო პერიოდის დასამარცხებლად -ესაა სწორი კვება.
კვება ხომ უმთავრესი მეთოდია დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობაში. საკვების გარკვეული ქიმიური ნივთიერებები და მიკროელემენტები გვეხმარება ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში.
აბა, დავიწყოთ ოქროს ჩამონათვალი:
-თევზეული. ცხიმიანი თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს, რომელიც დაბლა წევს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამით იცავს ტვინის უჯრედებს. ჩრდილოეთის ხალხს, რომელიც უმთავრესად თევზეულით იკვებება, მიუხედავად მზის ნაკლებობისა, სტატისტიკით ნაკლებადა აქვს ფსიქიური დაავადებები. შეგიძლიათ მიირთვათ ორაგული, სკუმბრია, ტუნა, ხიზილალა…
შავი შოკოლადი, ყველაზე ცნობილი და საყვარელი ნუგბარი ამ მიზნით. შეარჩიეთ შოკოლადი, სადაც მეტი პროცენტი იქნება

 

კაკაო და ნაკლები შაქარი. ვისთვისაც არ შეიძლება, შეგიძლიათ დალი
ოთ ნატურალური კაკაო უშაქროდ, ეფექტი იგივეა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დეპრესიის დროს გირჩევთ უფრთხილდეთ შაქარს. მას აქვს წუთიერი ეფექტი, ცოტა ხანში კი, პირიქით, უფრო აღრმავებს დეპრესიას.
-ბანანი, ისევე როგორც შოკოლადი, შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს, რომელიც გადამუშავდება სიხარულის ჰორმონად და იწვევს აღტაცებას, ეიფორიას, სიხარულს. ასევე ბანანში არის დიდი რაოდენობით ვიტამინი B6, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ძილს.
-ყველი (განსაკუთრებით მაგარი ყველი). მის შემადგენლობაში არსებული ამინომჟავები აუცილებელია ენდორფინების (სიხარულის ჰორმონის) სინთეზისთვის. მათი განსაკუთრებულად მაქსიმალური რაოდენობა არის როკფორში. ასევე ყველი შეიცავს ვიტამინ D-ს. ეს ,,მზის ვიტამინი,, კი მონაწილეობას იღებს თავის ტვინში სეროტონინის სინთეზში და გვინარჩუნებს განწყობას და ახალგაზრდობას.
-ნუში თხილეულთა შორის განსაკუთრებულია განწყობის ასამაღლებლად. მასში შემავალი მაგნიუმი, თუთია და ვიტამინების დიდი ნაწილი საჭიროა სწორედ სეროტონინის სინთეზისთვის. შეგიძლიათ ამ მიზნით სხვა თხილეულიც მიირთვათ, მაგრამ ნუში მაინც ,,განწყობის დედოფალია“.
-ცხარე წიწაკა შეიცავს კაპსაცინს, რომელიც ებრძვის სტრესს. ასევე წიწაკა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად გამოდის ორგვარი ეფექტი -ვხდებით და ვხალისდებით. ეხლა სიცივის დადგომისთანავე უფრო გვინდება ცხელი საჭმელი, სადაც შეგიძლიათ, დაამატეთ წიწაკა და მიიღეთ სიამოვნება.
-ჰერკულესი (ანუ შვრიის ფაფა) შეიცავს ,,კარგ გლუკოზას“, თიამინს და მაგნიუმს, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამშვიდებს და აძლევს ენერგიას. ასევე შეიცავს ნივთიერება ინოზიტოლს, რომელიც ებრძვის ქოლესტერინს. შეგიძლიათ ამ იდეალურ დილის საუზმეში ჩაყაროთ ნუში და სეზონური ხილი, დილიდანვე მიიღებთ ხალისიან ენერგეტიკულ მარაგს.
ბროკოლი და ზღვის კომბოსტო- პირველი არის Bჯგუფის ვიტამინების წყარო, რომელიც ამაგრებს ნერვულ სისტემას, ამავე დროს ბროკოლის კარგად გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები.
ზღვის კომბოსტოს შემდგენლობაში კი იოდის გარდა არის პანტოტენის მჟავა, რომელც ააქტიურებს თირკმელზედა ჯირყვლებს და ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას.
-და ბოლოს, ხორცის მოყვარულებს ვურჩევ ამ სეზონზე მეტი ყურადღება მიაქციონ ინდაურის ხორცს, რომელშიც იგივე პანტოტენის მჟავას გარდა არის ამინომჟავა ფენილალანინი, რომელიც გამოყოფს ანტისტრესულ ჰორმონს დოპამინს (შეგიძლიათ ეს დეტალები არ დაიმახსოვროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდაურის ხორცი შემოდგომაზე უნდა მიირთვათ აუცილებლად ) ანტიდეპრესიული ეფექტის გარდა ინდაურის ხორცი არის ცნობილი იმითაც, რომ აქვს ქოლესტერინი 0%. ასე რომ, ეს იდეალური დიეტური პროდუქტია.
მგონი შევეცადე მომეწოდებინა სრული ინფორმაცია, როგორ უნდა მიირთვათ გემრიელად და იყოთ დაცულები შემოდგომის დეპრესიისგან.
იყავით ენერგიულები და ხალისიანები!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply