ვიცავთ დიეტას?

0
ამ დროს ყველამ ვიცით, რომ ცილები კარგია, ცხიმები-ცუდი, მაგრამ რაც შეეხება ნახშირწყლებს, აქ კი გვიჭირს გარჩევა, რომელი შეიძლება და როდის.
მოდით გავერკვეთ!
ნახშირწყლების მთავარი ფუნქციაა გლუკოზის დონის აწევა. გლუკოზა მონაწილეობს უჯრედის სუნთქვის პროცესში და გვაძლევს ენერგიას. მისი უკმარისობისას გვაქვს დისკომფორტი, ეცემა ენერგია (სიცივის შეგრძნებამდეც კი) და გვემართება დეპრესია. სხვათაშორის მარტო ტვინს ნორმალური ფუნქციონირებიასათვის მინიმალურად ჭირდება ამ ნივთიერების 120 გრ.
მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა – გლუკოზის მიღებაზე ორგანიზმი რეაგირებს ინსულინის სინთეზის მომატებით, ეს კი მნიშვნელოვანი ჰორმონია ცხიმოვანი დეპოს შესაქმნელად. 

იბადება კითხვა – მაშ როგორ მივიღოთ ასეთი საჭირო პროდუქტი და პარალელურად ლამაზი სხეული და ენერგია შევინარჩუნოთ?

გამოსავალი არსებობს!
უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ნახშირწყლების ორი ჯგუფი – ,,ნელი,, და ,,ჩქარი,, ნახშირწყლები. 

1) ,,ნელი,, ნახშირწყლებიდან გლუკოზის შესაწოვად ორგანიზმში მიმდინარეობს ხანგრძლივი ბიოქიმიური პროცესები, ამიტომ გლუკოზა სისხლში იმატებს ნელ-ნელა და უმთავრესად მიდის კუნთებში, ტვინში და შინაგან ორგანოებში.
2) ,,ჩქარი,, ნახშირწყლებიდან გლუკოზა უცებ იწოვება , ამიტომ ინსულინის დონეც უცებ იწევს მაღლა და თუ დიდხანს არ ვჭამეთ, იწვევს გაუსაძლის შიმშილის გრძნობას. 

მგონი მიხვდით რა ჭამოთ, არა?:)
ეხლა კი მოგაწოდებთ ,,ნელი,, და ,,ჩქარი,, ნახშირწყლების სიას:
,,ჩქარი,, ნახშირწყლებია – ცომეული, შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი, სახამებელი, მზა მშრალი სუპები, ზოგიერთი ხილი (ბანანი, ყურძენი, ხურმა, საზამთრო, ნესვი)…

,,ნელი,, ნახშიწყლებია – წიწიბურა, შავი ბრინჯი, პური გაღივებული ხორბლისგან, მაკარონი რუხი ფქვილისგან, ბოსტნეული ( კომბოსტო, სტაფილო, მწვანე სალათი, კიტრი, პამიდორი, ბროკოლი…) , ხილი (ალუბალი, კივი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, გარგარი, ვაშლი, ატამი, შავი მოცხარი, შავი ქლიავი), შავი შოკოლადი, ტომატის წვენი და… წითელი ღვინოც კი.

იკვებეთ სწორად და იყავით ლამაზები!
თქვენი მარი მილორავა

 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply