დავაბლენდეროთ გრეიფრუტის რბილობი ცოტა თაფლთან ერთად. სასურველია გრეიფრუტი იყოს ცივი (მაცივრიდან). ამ სითხის მიღება სასარგებლოა გემრიელი სადილიდან ნახევარი საათის შემდეგ. ამ ჯადოსნური სითხის რამოდენიმე ყლუპი წვავს მიღებული კალორიების თითქმის ნახევარს, აქვს სამკურნალო ეფექტი ჰიპერტონიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
გრეფრუტის წვენი შეიცავს:
1) პექტინს- რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ხოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.
2) ლიკოპენს – რომელიც ებრძვის ტოქსინებს, შლაკებს და არაჯანსაღ ეკოლოგიას.
3)და ბოლოს… განსაკუთრებულ ელემენტს- ნარინგინს, რომელიც აუმჯობესებს საკვების გადამუშავების უნარს და აჩქარებს ცხიმების წვას.
იკვებეთ სწორად და შეინარჩუნეთ სილამაზე!
თქვენი მარი მილორავა