სასიამოვნო მეთოდი სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად – ღვინო!!!

0

თუ იცით, რომ ფრანგები ევროპელთა შორის გამოირჩევიან ცხოვრების უფრო მეტი ხანგრძლივობით და ამის მიზეზი არის ყველაზე კეთილშობილური და სასიამოვნო მეთოდი სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად – ღვინო!!!

ღვინის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებით. ექიმი-ენოთერაპევტები გვირჩევენ დოზირებულად მივიღოთ ეს სასმელი სხვადასხვა დაავადებების დროს და ჯანმრთელობა გარანტირებული გვექნება. პარალელურად კი ხალისიანი განწყობაც:)))))

ღვინის პოლიფენოლები ებრძვიან ჩვენს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს და ამით ამცირებენ გულსისხძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს. ფრუქტოზის, გლუკოზის, მინერალების და ვიტამინების განუმეორებელი კომპოზიცია კი გვიმაღლებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერების პროცესს.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ღვინისა და ყურძნის უნიკალური თვისებები გამოიყენება კანის გასაახალგაზრდავებლად ნიღბების, კრემების, შრატების და ყურძნის მასაჟების სახითაც კი…

21-ე საუკუნის დაავადების – ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის კი ეს მეთოდი შეუდარებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დოზა- 2-3-ჭიქის მერე ხომ სისხლძარღვები უკვე ვიწროვდება. დიდი წონის შემთხვევაში კი სასურველია ჟერ დაკლება და შემდეგ ენოთერაპია ცხიმიანი საჭმლის მიღების შემდეგ. ყირიმში არსებობს სანატორიუმი, სადაც ენოთერაპევტები 10 სახეობის ფიტომინარევებიანი ღვინით კურნავენ სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს.

ხომ არ მოგინდათ საგზური?:)

მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოს დალოცვილ მიწაზე ვცხოვრობთ…
შემოდგომაა…
რთველია…
ვიწყებთ მკურნალობას:)))

გთავაზობთ რამოდენიმე რეცეპტს ამ ,,ღმერთების სასმელით,,:
(დღიური დოზა მამაკაცებისათვის 300 გრამი, ქალებისათვის- 200გრამი)

-გაციების ან უძილობის დროს გაცხელებული ღვინო შაქრით ან თაფლით (გლინტვეინი)
– ცხიმიან საჭმელს დააყოლეთ წითელი ღვინო.
– დეპრესიის დროს წითელი ღვინო კრაზანას ნაყენით 100-100 გრამი ჭამამდე და ჭამის შემდეგ.
– საშარდე გზების პრობლემების დროს 100-100 გრამი თეთრი ღვინო 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. -ართრიტის დროს გაცხელებული თეთრი ღვინო დარიჩინით.

იდღეგრძელეთ!!!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply