ქათამი კომშით და სანელებლებით-მარი მილორავასგან

0
მასალა:
1 ქათამი
1 კგ კომში
2 ხახვი
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
2 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. დარიჩინი
1 ჩ.კ. კოვზი კოჭა
1 ჩ.კ. კურკუმა
მარილი, წიწაკა -გემოვნებით
მოვთუშოთ ზეთში დაჭრილი ხახვი, გვერდით ძალიან ცოტა ზეთზე მოვბრაწოთ ორივე მხრიდან თხლად დაჭრილი კომშის ნაჭრები. შემდეგ მოთუშულ ხახვს ავურიოთ დარიჩინი და კოჭა, დავაყაროთ ზედ მობრაწული კომშის ნაჭრები და ზემოდან ქათმის ნაჭრები (ქათამი დაჭრილია პატარა ნაჭრებად, კანგაცლილი და მარილ-წიწაკამოყრილი). დავასხათ ყველაფერს 1 ჭიქა წყალი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 40 წუთი თავდახურული.
2 ს.კ.თაფლს დავასხათ 1 ლიმონის წვენი, ჩავყაროთ შიგ კურკუმა და ეს მასა მოვასხათ კერძს და ვთუშოთ კიდევ 10 წუთი. განსაკუთრებული რჩევა მარი მილორავასგან:
გამორთეთ, თავი ახადეთ, შეეცადეთ გემრიელმა სუნმა არ გაგაბრუოთ და ჭამისას თითები არ მოიკვნიტოთ.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply