კეშიუს დიეტური კერძი

0

დღეს მინდა ერთი უჩვეულო და ძალიან სასარგებლო კერძის რეცეპტი გაგანდოთ. ბოლო დროს სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ხშირად გვხვდება ბრაზილიური თხილი – კეშიუ, რომელიც ხასიათდება ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებით. მასში ბევრია ვიტამინები და მიკროელემენტები, უჯერი ომეგა-ცხიმოვანი მჟავეები. ის ხასიათდება ანთებსაწინააღმდეგო თვისებებით, ასევე თხილთან და ნიგოზთან შედარებით ნაკლებად კალორიულია. კეშიუ საკვებში გამოიყენება მოხალულ მდგომარეობაში. გთავაზობთ კეშიუს გემრიელ დიეტურ კერძს:

მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო- 1 თავი; კეშიუ – 100გრ; ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.; პაპრიკა, ბაზილიკი- გემოვნებით; ლიმონის წვენი 1 ს.კ.;  სოიოს სოუსი  1 ჩ.კ.;  თაფლი 1 ს.კ.;  ოხრახუში, შავი ქლიავი – გემოვნებით;

ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად, დავაყაროთ მარილი, პაპრიკა, ბაზილიკი, 2 ს.კ.ზეთი და ავურიოთ.  ტაფაზე დავასხათ 1 ს.კ. ზეთი და ცოტა წყალი და შევდგათ ჰაერღუმელში 3-4 წუთით, შემდეგ დავაყაროთ შემზადებული კომბოსტო და გამოვაცხოთ, ხან და ხან ვურიოთ, რომ არ მიიწვას. მზადაა, როდესაც ჩანგალი რბილად შედის კერძში.

ამავდროულად  მოვხალოთ კეშიუ მშრალ ტაფაზე  სანამ ცოტა არ მოიბრაწება.

ცალკე შევამზადოთ სოუსი: 1 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი, ცხელ წყალში დარბილებული შავი ქლიავი, დაჭრილი ოხრახუში.

ყვველაფერი ერთად ავურიოთ, ჩავამატოთ კეშიუ. გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო დავყაროთ თეფშზე და მოვაყაროთ შემზადებული მასალა. მიირთვით გემრიელად და ასიამოვნეთ სტუმრებსაც!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply