ყვავილოვანი კომბოსტო კეფირით

0

მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო – 500გრ.   ბროკოლი – 500გრ,  კეფირი 1%-იანი – 200გრ,   კვერცხის გული – 2 ცალი,  ყველი – 50გრ,   მარილი, წიწაკა.

ყვავილოვანი კომბოსტო მოვწალოთ ცხელ მარილიან წყალში 3 წთ, შემდეგ ბროკოლი -2 წუთით, გადავწუროთ წყალი და დავყაროთ ზეთწასმულ ტაფაზე.

ავთქვიფოთ ერთად კეფირი და კვერცხი, ჩავამატოთ გემოვნებით მარილი და წიწაკა და მოვასხათ ეს მასა კომბოსტოს. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 200-230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით, რომ ზემოდან მოიბრაწოს. თუ გავყოფთ ამ კერძს 4 პორციად, თითოეული იქნება დაახლოებით 130კალ, რაც ძალიან ცოტაა სადილისთვის.

თქვენც დანაყრდებით და შემსუბუქებული წელიც მადლობას გეტყვით:)

იკვებეთ სწორად და იყავით ლაღები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply