ალუჩა- სასარგებლო თვისებები

0

და აი ისიც!

როგორ ველოდებით  გაზაფხულის პირველ ხილს, ფოტოს დანახვისასაც კი ვგრძნობთ  მის მომჟავო გემოს. ალუჩას ისედაც ყველანი მივირთმერვთ,  მაგრამ,  ვფიქრობ,  ზედმეტი არ იქნება  მის შესახებ საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ალუჩა ძალიან სასარგებლო ხილია. ის შეიცავს ძალიან ბევრ მინერალს  და ვიტამინებს. პროვიტამინ A-ს დიდი რაოდენობა მასში განსაზღვრავს ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ეს აჩერებს დაბერების პროცესს და იცავს ორგანიზმს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან.

ალუჩა  კარგი დიეტური პროდუქტია. მისი კალორიულობაა სულ 34 კკალ. ის  განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ზრდის პროცესში,  ასევე ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებებისა და ყაბზობის დროს.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების შემთხვევაში კი ჯობია ამ ხილისგან თავი შეიკავოთ. საინტერესოა, რომ აიურვედულ მედიცინაში ალუჩა ცნობილია, როგორც ენერგიის ,,გადამქაჩავი“ ზედა ჩაკრებიდან ქვემოთ. ამიტომ თუ თქვენ აგიწიათ წნევამ და გტკივათ თავი, მიიღეთ 200 გრ ალუჩა და 40-50 წუთში თავს უკეთ იგრძნობთ.

მიირთვით ხასხასა მწვანე ალუჩა და შეიგრძენით გაზაფხული!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply