დიეტური საგაზაფხულო სოუსები სალათებისთვის

0
გაზაფხულზე მიირთვით მეტი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რომ ვიტამინების ნაკლებობა შეივსოთ. ნედლი სალათები საუკეთესო ვარიანტია. გთავაზობთ დიეტურ სოუსებს, რომლებიც განუმეორებელ არომატს შესძენენ საგაზაფხულო სალათებს. ეს სოუსები თან დაგანაყრებთ, თან დაბალკალორიული და სასარგებლოა.

Processed with VSCOcam with f2 preset

1) კიტრის სოუსი:  1 კიტრი 100 გრ ყველი ფეტა (ან ბრინზა), 2 კბილი ნიორი,  3 ს.კ. 1,5%-იანი კეფირი (ან ნატურალური იოგურტი),  კამა, წიწაკა, სანელებლები, მარილი-გემოვნებით 0,5-1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
გავხეხოთ კიტრი მსხვილ სახეხზე და ცოტა გავწუროთ. დავჭყლიტოთ ყველი, დავაყაროთ გატარებული ნიორი, კეფირი და დაჭრილი კამა. ჩავაყაროთ სანელებლები, რაც გვინდა. ბოლოს მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი.
2) კეფირის სოუსი მწვანილებით: კეფირი 1%-იანი,  1 ჭიქა იოგურტი (ან გაწურული მაწონი) – 50გრ,  კიტრი- 1 ცალი, ნიორი -1-2 კბილი,  მწვანილი ყველანაირი (ოხრახუში, კამა, ქინძი, რეჰანი…..)-გემოვნებით წიწაკა, მარილი.   მწვანილი დავჭრათ წვრილად, ავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და ძალიან თხლად დაჭრილი კიტრი, დავასხათ ერთმანეთში არეული კეფირი და იოგურტი.
3)ხაჭოს სოუსი სალათისთვის: უცხიმო ხაჭო -100 გრ, 1%-იანი ხაჭო – 1/2 ჭიქა, ნიორი-1 კბილი,ძირა, წიწაკა -გემოვნებით მდოგვის მარცვლები ½ ჩ.კ. დაფნის ფოთოლი-1 ცალი.ავურიოთ ერთმანეთში ჯერ სანელებლები, შემდეგ კი ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. 
4)სოკოს სოუსი ხორცისთვის: ქამა სოკო -200გრ,  ხახვი -1 ცალი იოგურტი ან გაწურული მაწონი -150გრ მწვანილი, შავი პილპილი და მარილი -გემოვნებით. სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხარშოთ ცოტა წყალში, სანამ არ დაშრება (თუ არ ეყო დასარბილებლად, ჩავამატოთ წყალი), შემდეგ ჩავასხათ იოგურტი და ვთუშოთ კიდევ 5-7 წთ. გავაცივოთ, ჩავამატოთ მწვანილი და ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply