ხბოს ხორცი ციტრუსებში

0

მასალა:

ხბოს ფილე 800–1000გრ;

ფორთოხალი – 2 ცალი;

ლიმონი – 1 ცალი;

ზეთისხილი – 10–15 ცალი;

ნიორი – 1–2 კბილი (თუ დიდია, 1 კბილი საკმარისია);

კოწახური, ქონდარი და როზმარინი (ან რეჰანი ) –თითოეული  ½ ჩ. კ.;

მარილი, წიწაკა – გემოვნებით;

1 ფორთოხალი და ½ ლიმონი გავწუროთ (კურკები დავაცალოთ), ჩავაყაროთ ხმელი სუნელები გემოვნებით და წვრილად დაჭრილი ნიორი. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, დავასხათ მარინადი, მოვუწყოთ თხლად დაჭრილი ½ ლიმონის ნაჭრები და ზეთისხილი. დავახუროთ თავი და შევდგათ მაცივარში 2–3 საათით. ტაფაზე დავაფინოთ ფოლგა, დავყაროთ ზედ ხორცის ნაჭრები, მოვასხათ მარინადი და შევდგათ ჰაერღუმელში 200გრადუსზე 1 საათით. სასურველია ფოლგაში მთლიანად იყოს შეხვეული.

 

1 სთ–ში გავხსნათ, ჩავაწყოთ შიგ თხლად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები (შუა ნაჭრები ჯობია) და ისევ შევდგათ, რომ გამოშრეს და ცოტა ზემოდან მოიწვას. ძალიან ნუ გადააშრობთ (10–15 წთ) ამოიღეთ კერძი ჰაერღუმელიდან და აცალეთ 5 წუთი, რომ კარგად გაუჯდეს გემო (თუ ოჯახის წევრებმა გაცალეს : ) შემდეგ კი გადაიტანეთ თეფშზე.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply