ქათმის სალათი გრეიფრუტით

0

გინდათ მიირთვათ სალათი, რომელსაც დიეტურ ღირებულებასთან ერთად, გასახდომი ინგრედიენტებიც აქვს? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ.

მასალა: ქათმის ფილე –400გრ, გრეიფრუტი – 1ცალი,  კოჭა –10გრ,  წიწაკა ჩილი –1/2 (შეგიძლიათ დაფქვილიც გამოიყენოთ),  ლაიმა –1 ცალი, ზეითუნის ზეთი,  რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო, ახალი ქინძი, პიტნა და  მარილი გემოვნებით.

მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად, კოჭა – თხელ მოგრძო ნაჭრებად (ან სქლად გავხეხოთ), გრეიფრუტი გავწმინდოთ თეთრი გარსებისგან, რომ სიმწარე მოსცილდეს და ისიც დავჭრათ კუბიკებად (თუ წვენი გამოუვიდა, ისიც ჩავასხათ), ჩავახეხოთ ლაიმის ცედრა და მოვასხათ ნახევარი ლაიმის წვენი, წიწაკა დავჭრათ ძალიან წვრილად (ან ჩავაყაროთ დაფქვილი), ქინძი და პიტნა დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და მივირთვათ.

სალათი  ძალიან გემრიელია, თან დაგანაყრებთ და თანაც წონის კლებაში დაგეხმარებათ. მიირთვით გემრიელად!                                                                                                                                                                    თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply