ინდაურის ფილე ფოლგაში

0

მასალა: ინდაურის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ ქაღალდის ხელსახოცით, დავაყაროთ მარილი და სანელებლები: კურკუმა, ორეგანო, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა ან მეორე- უფრო ტრადიციული ვარიანტი – უცხო სუნელი, ხმელი სუნელი, წითელი წიწაკა. შემდეგ ზემოდან წავუსვათ ზეთში არეული ცხარე მდოგვი.

16144808_1173589446090572_1159630394_n

ჩავდგათ მაცივარში 2–3 სთ (შეიძლება მთელი ღამითაც დავტოვოთ). შემდეგ კი ეს სურნელოვანი ნაჭრები დავაწყოთ ფოლგაზე, დავამრგვალოთ, შევახვიოთ ფოლგაში და შევწვათ ჰაერ-ღუმელში 200 გრადუსზე 1 სთ-ის განმავლობაში.

 

 

 

გავაცივოთ ფოლგიანად, შემდეგ  კი გავხსნათ და დავჭრათ. ეს სურნელოვანი რბილი ნაჭრები შეგვიძლია ვიხმაროთ დილაობით ბუტერბროდზე დასაწყობად, სადილზე კი შემოვუწყოთ ნებისმიერი სალათი ან მოვასხათ სოუსი და პირი ჩავიტკბარუნოთ, თან სრულიად დარწმუნებულებმა, რომ ძალიან დიეტურ კერძს მივირთმევთ. ინდაურის ხორცს ხომ ქოლესტერინი ნული აქვს. ხვალ შემოგთავაზებთ უნაზესი შავი ქლიავის სოუსს, რომელიც ამ კერძს კიდევ უფრო ,,პირშიჩასადნობს”  გახდის.

დაგველოდეთ გურმანებო:)

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply