ქლიავის პუდინგი

0

მასალა:14375160_1050436238405894_210106226_o

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ლ რძე
  • 500 გრ ქლიავი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 2 კვერცხი
  • დარიჩინი და ვანილი გემოვნებით

ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, მოვაყაროთ ცოტა ვანილი ან დარიჩინი. ვხარშოთ 40 წთ, ბოლოს კი ჩავაყაროთ 2 ს.კ. შაქარი და კარგად ამოვურიოთ.

ბრინჯის მოხარშვა პუდინგისთვის ჯობია წინასწარ, რომ მოასწროს კარგად გაციება.

14383426_1050437635072421_1971000016_nტაფაზე გავაცხელოთ 4 ს.კ. შაქარი, რომ ფერი შეიცვალოს და დაკარამელიზდეს, შემდეგ ზედ დავაწყოთ კურკაამოცლილი ქლიავი (კანით ზევით). ცალკე ავთქვიფოთ 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული და ავურიოთ ბრინჯში, შემდეგ კი ეს მასა დავაყაროთ ქლიავს. (ზოგს მოსწონს ამ ბრინჯში ცოტა ლიმონის ცედრის ჩახეხვაც).

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40წუთი.

მიირთვით გემრიელად!

არ დაგავიწყდეთ, ტკბილი კერძი მცირე ულუფებით და დღის პირველ ნახევარში ჯობია. 🙂

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply