ჟოლოს ძმარი

0

არსებობს ბევრი სახეობის ძმარი, მაგრამ ყველაზე არომატული მათ შორის არის ჟოლოს ძმარი. ის განსაკუთრებულ გემოს აძლევს ბოსტნეულის და ხილის სალათებს, ასევე ხორცს, სოუსებს და მინანქრებს!

14269673_1044642692318582_629340777_nგთავაზობთ რეცეპტს.

მასალა:

  • 250გრ ჟოლო
  • 500გრ თეთრი ღვინის ძმარი
  • 1 სავსე სუფრის კოვზი შაქარი

ჟოლო აუცილებლად უნდა ვიხმაროთ გარეცხილი და კარგად გამშრალი.

ნახევარი ჟოლო ცოტა გავჭყლიტოთ შუშის ქილაში, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ შემთბარი ძმარი, მჭიდროდ დავახუროთ თავი და დავტოვოთ 2 დღე ბნელ და გრილ ადგილას.
dsc_0023შემდეგ გადავწუროთ, ჩავყაროთ შიგ ჟოლოს მეორე ნახევარი და კიდევ შევინახოთ 1 კვირა.

ამის შემდგომ საბოლოოდ გადავწუროთ და უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ამ ძმარში დამარინადებული ბოსტნეული და თუნდაც ჩაბასტურმებული ხორცი საოცარი არომატით გამოირჩევა.

ასევე ჟოლოს ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაციებისა და გრიპის შემთხვევაში. ის არის სიცხის დამწევი საშუალება, აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას.

– გაციების დროს გთავაზობთ შემდეგ რეცეპტს: 1 ს.კ. ძმარი+ 1 ს.კ. თაფლი +1 ჭიქა ცხელი წყალი.

სვით პატარ-პატარა ყლუპებით 1-3 ჭიქა დღეში.

იკვებეთ სწორად და იყავით ჯანმრთელები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply