ხაჭოს მაჭკატი ჟოლოთი

0

მასალა:14194449_1041129722669879_1121448885_n 14249192_1041128826003302_32864023_n

  • ხაჭო – 500გრ
  • შაქარი – 100გრ
  • კვერცხი – 1ცალი
  • მანანის ბურღული – 2 ს.კ.
  • ჟოლო – 250გრ
  • ვანილი გემოვნებით

ჩავყაროთ ერთად ბლენდერში ხაჭო, მანანის ბურღული, შაქარი, ვანილი და კვერცხი. – შემდეგ ეს მასა გავყოთ პატარა გუნდებად, ამოვავლოთ ფქვილში, ცოტა გავაბრტყელოთ, დავაყაროთ ზედ ჟოლო და მოვუკრათ თავი, რომ ჟოლო შიგ აღმოჩნდეს. ისევ თითით ცოტა გავაბრტყელოთ და შევწვათ გაცხელებულ ცხიმმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

14249146_1041149399334578_1133661771_nამ კერძის მომზადებას უნდა სულ 10 წუთი, და თქვენ იცით რა სიამოვნებას მიანიჭებთ ამით თქვენი ოჯახის წევრებს? განსაკუთრებით ბავშვებს, რომელთაც შეგიძლიათ თეფშზე არაჟანიც მოუსხათ მაჭკატს, ან ისევ ჟოლოს სიროფი!

თუ ამ ულუფას გაყოფთ 10 ნაწილად, თითოეული იქნება სულ 125 კალორია!!

მიირთვით გემრიელად!

ხოოო, თუ ბავშვები არ გყავთ, სამსახურში წაიღეთ, ყავასთან თანამშრომლებსაც ძალიან გაახარებთ 🙂

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply