უნაზესი ინდაურის ფილე ატმით

0

ახლა ერთ არაჩვეულებრივ რეცეპტს გაგაცნობთ – გინდათ მოამზადოთ ნაზი ინდაურის ხორცი უნაზესი ატმით? გირჩევთ სცადოთ,ეს ძალიან პიკანტური გემოა!

14137780_1035910803191771_162691775_nმასალა:

  • ინდაურის ფილე – 400გრ
  • ატამი – 2 ცალი
  • ნაღები – 100მლ
  • ზეითუნის ზეთი – 20მლ
  • ომბალო და შაშკვლავი -გემოვნებით (ომბალო ცოტა)
  • ლიმონის წვენი, მარილი და სავი წიწაკა – გემოვნებით

ინდაურის ფილე დაუჭრელად ოდნავ დავბეგვოთ და ჩავდოთ მარინადში (წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი და შავი წიწაკა ლიმონის წვენით). გავაჩეროთ ამ წვენში 15 წუთი.

ატამი გავთალოთ, ამოვიღოთ კურკებიდა დავჭრათ წვრილ კუბიკებად. უკვე დამარინადებული ფილე გადავიტანოთ ფიცარზე, ჩავჭრათ რამოდენიმე ადგილას და ამ ღრმულებში ჩავტენოთ ატამი. შემდეგ ხორცი დავახვიოთ და შემოვაკრათ ძაფი. ეს რულეტი დავდოთ ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ რამოდენიმე წუთი სხვადასხვა მხრიდან.. რომ მოიწვება, გადავიტანოთ ფორმაში, მოვასხათ თავისივე მარინადი და ნაღები. დავახუროთ ფოლგა და შევდგათ ჰაერღუმელში 30წთ. შემდეგ მოვხსნათ ფოლგა, მოვასხათ თავისივე წვენი და ისევ დავტოვოთ 15 წთ.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply