ხაჭოს ჟელე მაყვლით და ატმით

0

მასალა:14194486_1035895746526610_780758653_n

  • 400გრ 0%-იანი ხაჭო
  • 100გრ რძე
  • 100გრ შაქარი
  • 40გრ ჟელატინი
  • 250-300გრ ხილი (მაყვალი და ატამითანაბარი რაოდენობით)
  • ვანილი გემოვნებით

ხაჭო, რძე, 70 გრშაქარი და ვანილი ერთად დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჟელატინი გავაფუოთ ცივ წყალში და შევათბოთ გადნობამდე. 70% ჟელატინი ჩავასხათ ხაჭოს მასაში, კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ რაიმე ლამაზ ჭურჭრლში და შევდგათ მაცივარში.

ხილი და 30გრ ჟელატინი ერთად დავაბლენდეროთ, ჩავასხათ შიგ დარჩენილი ჟელატინი და ეს მასა ზემოდან მოვასხათ მაცივარში უკვე შემაგრებულ ხაჭოს. ისევ შევდგათ მაცივარში საბოლოო გამაგრებამდე.

ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ეს ცივი ტკბილეული ძალიან გასიამოვნებთ!

თუ მზა დესერტს 8 ნაწილად გაყოფთ, თითოეული ნაჭერი 150 კკალორიას არ გადააჭარბებს.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply