ატმის უგემრიელესი ლიქიორი

0

გინდათ ზამთარში ზაფხულის არომატით გააკვირვოთ სტუმრები? იყიდეთ ატამი და მოამზადეთ არომატული ლიქიორი!

14193874_1035867493196102_2014552907_nმასალა:

  • 700გრ კურკაამოცლილი ატამი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 150გრ არაყი

ატამი ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში და დავასხათ მდუღარე წყალი 1 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ ცივი წყალი და ისიც 1 წუთში გადავწუროთ. ახლა უკვე ადვილად გავაცალოთ კანი, თან დავჭრათ 4 ნაწილად, ამოვაცალოთ კურკა და მჭიდროდ ჩავაწყოთ 1 ლიტრიან ქილაში.

მანამდე მოდუღებულ და უკვე გაცივებულ შაქრის სიროფს დავასხათ არაყი, კარგად ავურიოთ და მოვასხათ ატამს. ზემოდან დავაფაროთ მრგვალი პერგამენტის ქაღალდი და შემდეგ პლასტმასის ხუფი. დავტოვოთ ცივ და ბნელ ადგილას 2 თვე (თუ გაცლიან 🙂 ) ზამთარში კი მიართვით სტუმრებს ატმის ნაჭრებთან ერთად!

1 ჭიქა ლიქიორს ზომიერად დაყოლებული 1-2 ნაჭერი ატამი ზამთარში დიიიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენ და თქვენ სტუმრებს…

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply