“ტორტუნა” ხაჭოთი და ატმით

0

მასალა:14159761_1035742506541934_1347151574_n 14193798_1035742676541917_1426776105_n

  • 0,5 კგ 0%-იანი ხაჭო
  • 200გრ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. მანანის ბურღული
  • 2 ატამი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

ხაჭო გავწუროთ ლითონის საცერში. ჩავამატოთ დანარჩენი პროდუქტები და ავურიოთ. ტაფაზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და ზედ მომზადებული მასა ხელით გავასწოროთ. 1-2 სანტიმეტრზე გრძლად დაჭრილი ატმის ნაჭრები ჩავარჭოთ ცომში. თან შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სურათი და ამით გაერთოთ… 🙂

შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში და ვაცხოთ, სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. არ გამოაშროთ.

სურვილისამებრ შეგიძლიათ შედგმამდე ზემოდან წაუსვათ არაჯნისა და კვერცხის ნარევი, უფრო ლამაზ ფერს მიიღებს.

ეს ნაზი და არომატული ტკბილეული გაყავით 6 ნაწილად და თითოეული 220კალორია გამოვა. ასე რომ უშიშრად ჩაიტკბარუნეთ პირი.

მიირთვით გემრიელად!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply