ატმის სასარგებლო თვისებები

0

ატამი ძალიან ძვირფასი პროდუქტია ჩვენს რაციონში! გაგვიმართლა, რომ საქართველოში ის დიდი რაოდენობით და დიდხანსა გვაქვს. ჩრდილოეთის ქვეყნებში ატამი ძალიან ძვირია და დელიკატესად ითვლება.

განსაკუთრებით ახლა, ცხელ დღეებში ატმის წვნიანი ნაყოფი კარგად ატენიანებს ჩვენი სხეულის უჯრედებს. ამით იცავს კანს გამოშრობისაგან და როგორც შედეგი- ნაოჭებისაგან.peach-004

მაგნიუმისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა გვიმაღლებს განწყობასა და ხალისს.

ატამი ამაგრებს გულის კუნთს, არის ანტიარითმიული საშუალება, მაღლა წევს რკინის შემცველობას სისხლში და გამოიყენება ანემიების დროს. ასევე ატამი ამუხრუჭებს ქოლესტერინის შეწოვას.

ატამი სტიმულაციას უწევს საჭმლის მონელებას და ააქტიურებს “ზარმაც ნაწლავებს”.  ვიტამინების, კალციუმის და ფოსფორის დიდი რაოდენობის შემცველობით კი აჯანმრთელებს სახსრებს და რეკომენდებულია ოსტეოხონდროზის და რევმატიზმის დროს.

ეს ჯადოსნური ხილი მაღლა წევს იმუნიტეტსაც. ის აჯანმრთელებს თირკმლებს და პროსტატას. მასში თუთიის დიდი შემცველობა აღადგენს მამაკაცებში ჰორმონალურ ფონს.

ჩვენი დალოცვილი ბუნება 1-2 თვე კიდევ მოგვაწვდის ამ გამაჯანსაღებელ ნაყოფს, ასე რომ დრო არ დაკარგოთ, მიირთვით!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply