მაყვალი ზამთრისთვის

0

ზამთარში განსაკუთრებით გვჭირდება ვიტამინები და გემრიელობები 🙂 თუ გავითვალისწინებთ, რომ მაყვალს ანთებსაწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებიცა აქვს, მივხვდებით, რომ ის აუცილებლად უნდა მოვიმარაგოთ ზამთრისთვის.
გთავაზობთ 2 ყველაზე ადვილ ხერხს:14123331_1030567097059475_330248946_o

1) მაყვალი გავრეცხოთ, კარგად გავაშროთ, შემდეგ საცერში გავწუროთ და შევინახოთ ვაკუუმიან პარკებში საყინულეში. ეს პარკები იყიდება დიდ სუპერმარკეტებში. ასე შენახული მაყვალი მთლიანად შეინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს და მაცივარშიც ნაკლებ ადგილს დაიჭერს.

14114541_1030567797059405_1898763875_o2) მაყვალი გავრეცხოთ, გავწუროთ საცერში, დავაყაროთ ცოტა შაქარი (1 კგ მაყვალზე 250-300გრ), დავდგათ 1 საათი, შემდეგ შევდგათ ცეცხლზე, ხშირად ვურიოთ, წამოვადუღოთ და გამოვრთოთ. კარგად გავაცივოთ და ისევ წამოვადუღოთ. ასე გავიმეოროთ 4-ჯერ (ასე უფრო კარგად შესქელდება და ვიტამინებს და არომატს შეინარჩუნებს. ბოლო წამოდუღება შეიძლება 3-4 წუთი (ამას თვითონ მივხვდებით სისქის მიხედვით) და ცხლად ჩავასხატ პატარა ქილებში.
მაყვალი წამოდუღებისას კარგად გამოყოფს ჟელეს და ქილებში მოვიღებთ მაყვლის ნატურალურ ჟელატინს.

მაქსიმალურად გამოიყენეთ სეზონური პროდუქტები და იყავით ჯანმრთელები!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply