მაყვლის საწებელა სხვადასხვა კერძებისთვის!

0

და ისევ სერიიდან “სოუსები” – ამჯერად ვისაუბროთ სეზონური მაყვლის საწებელებზე.

1) მაყვლის საწებელი ქათმის ხორცისთვის14017557_1026414334141418_1662436484_n

მასალა:

  • მაყვალი – 3 ჭიქა
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ.
  • ნიორი -1-2კბილი
  • წითელი ან შავი წიწაკა და მარილი – გემოვნებით

მაყვალი დავაბლენდეროთ, გავხეხოთ საცერში, შემდეგ კი ამ პიურეს შევურიოთ ერთმანეთში არეული სანელებლები.

ეს მზა სოუსი დავასხათ შემწვარი ქათმის ნაჭრებს.

თუ ღამე მაცივარში ჩავდგამთ, მეორე დღეს ხორცს უფრო გაუჯდება და საცივივით გემრიელი იქნება.

2) ძველქართული კერძი – მაყვლისა და ისრიმის საწებელი

მასალა:

  • მაყვალი 1/2კგ
  • ისრიმი (სიმწიფეში შესული, მაგრამ ჯერ მჟავე ყურძენი) – 300გრ
  • მწვანე, აყვავებული ქინძი – გემოვნებით
  • ნიორი – 1-2კბილი
  • მწვანე წიწაკა – 1ცალი
  • მარილი – გემოვნებით

მაყვალი და ისრიმი გავჭყლიტოთ და გავწუროთ საცერში. ჯობია ცალ-ცალკე და მერე შევურიოთ. ჩავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ავურიოთ.

სუფრაზე ჩავდგათ საწვენეში ტყემალივით.

3) მაყვლის საწაბელა გრილზე შემწვარი ხორცისა და ბოსტნეულისთვის

მასალა:14012856_1026408724141979_106281837_o

  • მაყვალი – 500გრ
  • ნახევრადტკბილი წითელი ღვინო – 150გრ
  • ყავისფერი შაქარი – 1 ჩ.კ.
  • ძმარი ღვინის ან ვაშლის – 30გრ
  • სოიოს სოუსი – 1 ს.კ.
  • თაფლი – 1 ჩ.კ.
  • ნიორი – 1 კბილი
  • წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მუსკატი, მარილი – გემოვნებით (შეიძლება ყველაფერი ერთად დაახლოებით 2 ჩ.კ.)

მაყვალი და ღვინო ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 2-3წთ. შემდეგ გავაცივოთ, გადავწუროთ და შევურიოთ ერთმანეთში არეული ყველა სხვა ინგრედიენტი, თაფლის გარდა. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15-20წთ. გადმოვდგათ, ცოტა ხანში შევურიოთ თაფლი, ბოლომდე გავაცივოთ და შევდგათ მაცივარში.

ეს სოუსი 2-3 დღეში უფრო გემრიელია!

მოასხით გრილზე შემწვარ ხორცს და ბოსტნეულს.

4) მაყვლისა და მოცვის საწაბელა

მასალა:14037957_1026408410808677_706906020_o

  • მაყვალი – 200გრ
  • მოცვი – 300გრ –
  • წითელი ნახევრადმშრალი ღვინო – 200მლ
  • ნიორი – 3კბილი
  • ზეითუნის ზეთი – 20გრ
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ.
  • მარილი და ახალი წითელი წიწაკა – გემოვნებით

მაყვალი, მოცვი და ღვინო ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, სანამ შესქელდება. გამოვრთოთ, ოდნავ გავანელოთ, შევურიოთ ყველა სხვა ინგრედიენტი და ვადუღოთ კიდევ 1 წთ. გავაცივოთ, გადავწუროთ. ეს სოუსი უხდება ქათმის დაბეგვილ ფილეს.

გამოიყენეთ სეზონური პროდუქტები, ჩაატარეთ კულინარიული ექსპერიმენტები და მიიღეთ სიამოვნება!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply