მაიონეზის შემცვლელი დრესინგები სალათებისთვის და არამარტო!

0

ყველამ იცის, როგორი კალორიულია მაიონეზი. და ასევე – როგორი დატვირთულია ქიმიკატებით მაღაზიის მაიონეზი!

მაგრამ… ბევრი ვერ ამბობს უარს ამ პროდუქტზე იმიტომ, რომ არ იცის რითი შეცვალოს ეს ცილოვანი დრესინგი.

ვიწყებთ რეცეპტებს “დრესინგები სალათისთვის და არამარტო…”

დღეს შემოგთავაზებთ კეფირის ფუძეზე მომზადებულ სოუსს სალათებისთვის. ისინი განსაკუთრებით უხდება ხორცის სალათებს. სასურველია ყველა კომპონენტი ერთად დააბლენდეროთ, რომ ქონდეს ერთგვაროვანი კონსისტენცია. მარილი სასურველია იხმაროთ იოდიზირებული.

1) 0,5 ლ 1%-იანი კეფირი13838422_1011002095682642_246487988_o

1 პატარა კონა მწვანე ხახვი

1 კონა ქინძი

სვანური მარილი გემოვნებით

2) 150 გრ უცხიმო კეფირი

10 დიდი შავი ზეთისხილი

1 კბილი ნიორი

ნახევარი ლიმონის წვენი

შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით13844106_1011002909015894_439227369_o

3) 200გრ უცხიმო კეფირი

5 ღერი მწვანე რეჰანი

5 ღერი პიტნა

1 ჩ.კ. ზეითუნის არარაფინირებული ზეთი

მარილი გემოვნებით

მიირთვით ჯანმრთელი საკვები და იყავით ენერგიულები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply