ყველასათვის საყვარელი ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილი

0

13643963_999404033509115_1178949234_nმასალა:13652636_999404366842415_110730893_n

  • პატარა ზომის კიტრი – 1კგ
  • კამის სქელი ღეროები -4-5 ღერო
  • ნიორი – 1თავი
  • ქინძის თესლი -1 ჩ.კ.
  • მდოგვის თესლი -1 ს.კ.
  • ძმარი 9%-იანი -1 ჩ.კ
  • ხსნარისთვის – 3 ს.კ. მარილი
  • წყალი – 1 ლ.

სასურველია ავარჩიოთ პატარა, მაგარი კიტრები.  დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ რამდენიმე საათი. შემდეგ კი მოვაჭრათ თავები და ბოლოები.  ცალკე დავნაყოთ ქინძისა და მდოგვის თესლები.

ფაიფურის ან შუშის ფართოყელიან ჭურჭელში ფსკერზე დავაწყოთ კამის ტოტები და დაჭრილი ნიორი, შემდეგ კი ფენა-ფენა და მჭიდროდ კიტრი-კამა, ნიორი-კიტრი – კამა, ნიორი…

ზემოდან მოვაყაროთ მდოგვისა და ქინძის თესლები.13650500_999404076842444_776856715_n

ცალკე ავადუღოთ წყალი, ბოლოს ჩავყაროთ მარილი (ჯობია არაიოდიზირებული).  რომ გადნება ბოლომდე, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავასხათ ძმარი და ეს გამზადებული ხსნარი უცებ  მოვასხათ ჭურჭელში ჩაწყობილ კიტრს. დავტოვოთ თავღია, სანამ ბოლომდე გაცივდება, შემდეგ კი დავახუროთ თავი და შევდგათ მაცივარში 2 დღით.

მესამე დღეს კიიიიი…  მოიწვიეთ მეგობრები და დამერწმუნეთ – ვერცერთი კერძი სუფრაზე ვერ აჯობებს ამ ხრაშუნა სიამოვნებას! 🙂

იყავით ჯანმრთელები და ხალისიანები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply