ბლინუკები ხაჭოთი და გარგრით

0

მასალა:13664598_1000077226775129_367859159_n

  • 300გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 150გრ გარგარი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით

ჩავყაროთ თასში ხაჭო, ფქვილი, კვერცხი, მარილი, შაქარი და ავურიოთ კარგად კოვზით ერთგავროვან მასამდე. ბოლოს ჩავაყაროთ გარეცხილი და დაჭრილი გარგარი და ფრთხილად ამოვურიოთ. დავყოთ, გავაკეთოთ პატარა ბურთულები, მერე ამოვავლოთ ფქვილში, ოდნავ გავაბრტყელოთ და შევწვათ უკვე გაცხელებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

13689534_1000075946775257_1781214250_nვისაც ცომში შაქარი არ უყვარს, შეუძლია გააკეთოს უშაქროდ და უკვე ტეფშზე მოასხას თაფლი გემოვნებით.

ამ რაოდენობიდან თუ გააკეთებთ 12 ცალ ბლინუკას, თითოეული იქნება 83კალორია. ასე რომ უმტკივნეულოდ შეგიძლიათ საუზმეზე მიირთვათ 2-3ცალი და ისიამოვნოთ.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply