ჯადოსნური ალუბალი!

0

შემოვიდა ალუბალი…11
ამ ძალიან სასარგებლო გაზაფხულის საჩუქარს მეორენაირად “გულის კენკრას” ეძახიან, რადგან მასში შემავალი ამიგდალინი და კუმარინი არის გულის დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება. ასევე ის ათხელებს, სისხლს!

რკინის მაღალი შემცველობის გამო ალუბალი კარგია ანემიების დროს, განსაკუთრებით ბავშვებში.

ართრიტების სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რძეში არეული ალუბლის წვენი.

ალუბლის ფოთლების ნახარში ანგინის დროს სავლებად. ამ ხის ქერქის ნახარში კი ხსნის ტკივილს რადიკულიტის დროს. რძეში მოხარშული ფოთლები კი ღვიძლს წმინდავს.

ალუბლის ყუნწიც კი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. მისი ნახარში ებრძვის სტრეპტოკოკებს, სტაფილოკოკებს და ნაწლავის ჩხირებს. ამიტომ ის წარმატებით გამოიყენება დიარეის დროს. ასევე ალუბლის ყუნწის ნახარში კარგია უხვი და ხანგრძლივი მენსტრუაციის დროსაც.

ალუბლის კურკებისგან მიღებული ფხვნილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ნაღვლისა და Cherry loveთირკმლების კენჭების დამშლელ საშუალებად: ასევე შეშუპების მოსახსნელად.

აი ასეთი ჯადოსნურია ალუბალი!

უკუჩვენებების ჩამონათვალი კი ძალიან მცირეა:

– დიდი რაოდენობით არ შეიძლება მისი მიღება გასტრიტებისა და დიაბეტის დროს.
– ალუბლის გემრიელი ლიქიორის მომზადებისას დააცალეთ კურკები, რადგან ისინი თერმული დამუშავების გარეშე ნელ-ნელა გამოყოფს სინილურ მჟავას. კომპოტებში და მურაბებში კი მოხარშული კურკა საშიში არ არის.

მიირთვით სეზონური პროდუქტები და იყავით ჯანმრთელები!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply