მზადება სააღდგომო სუფრისათვის!

0

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება… მარხვაც მთავრდება და ჩვენც ტრადიციულად ქართული სუფრით ვამშვენებთ დღესასწაულს. ხორაგით დატვირთული სუფრით და სიკეთით სავსე გულით ვხვდებით სტუმარს ამ დღეებში!

მარხვის შემდგომ ჭამა ფრთხილად უნდა დავიწყოთ. ორგანიზმი გადაეჩვია ცილოვან საკვებს და გადართვას ჭირდება გარკვეული დრო. ასევე დიეტაზე მყოფებს ამ დღეებში “დიეტისგან განტვირთვის და ჭამით დატვირთვის“, საშუალება აქვთ.  იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევენ – უბრალოდ უარს ვერავინ იტყვის ამ დღეებში ძალიან ბევრ მათთვის არასტანდარტულ კერძზე. ასე რომ, მიირთვით გემრიელად და იგრძენით დღესასწაული!

გთავაზობთ რამოდენიმე რეკომენდაციას იმისათვის, რომ ზღვარს არ გადააცილოთ კვება და შესაბამისად ამით ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ:

– მომარხულებს, მარხვის დამთავრების შემდგომ ვურჩევთ პირველი 1-2 დღე მიირთვან კვერცხი და რძის პროდუქტები, შემდეგ კი გადავიდნენ ხორცეულზე.
– დიეტაზე მყოფებს ვურჩევთ კარგად გადახედონ სუფრას, აირჩიონ გემრიელი + შედარებით ნაკლებად ნოყიერი საკვები და დაიცვან ზომიერება.

უბრალოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრებმა კი თვითონაც კარგად იციან ის პატარა ნიუანსები, რომლებიც კერძის მომზადებისას ხდის მას ნაკლებად კალორიულს და ამავე დროს არ ამდაბლებს მის გემოვნებით ღირებულებას.

გთავაზობთ ყველაზე ხშირი და საყვარელი საგაზაფხულო-სააღდგომო კერძის – ჩაქაფულის მომზადების წესს:

– 1 კგ ხბოს ან ბატკნის ხორციz5irq
– 6 კონა ტარხუნა
– 6 კონა ქინძი
– 2 კონა ახალი ნიორი
– 2 კონა მწვანე ხახვი
– 5 ცალი მწვანე წიწაკა
– 1,5 ჭიქა ახალი ტყემალი
– 1,5 ჭიქა თეთრი ღვინო
– მარილი, წიწაკა გემოვნებით

დაჭერით ხორცი, წამოადუღეთ და გადაასხით პირველი ნახარში, შემდეგ დააწყვეთ ფენა-ფენა ხორცი-მწვანილი=ხორცი-მწვანილი… (მწვანილი დაგანსაკუთრებით წიწაკა, დაჭერით წვრილად), დააყარეთ მარილი-წიწაკა, დაასხით ღვინო და ხარშეთ თავდახურულად 20-30 წუთი ნელ ცეცხლზე.

ასეთი წესით მომზადებული ჩაქაფული დაბალკალორიული და ძალიან გემრიელია!

შეგარგოთ!
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply