მჟაუნისა და ისპანახის სუპ-პიურე

0

მასალა:feature

  • 400გრ ისპანახი
  • 200გრ მჟაუნა
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით

ისპანახი მოვხარშოთ მარილიან წყალში 5 წთ, ბოლო 1 წთ ჩავაყაროთ მჟაუნაც შემდეგ გადავწუროთ და დავაბლენდეროთ, ნახარშიც არ გადავღვაროთ. მოვთუშოთ ტაფაზე ხახვი ზეთში, შემდეგ დავაყაროთ ფქვილი და კარგად ვურიოთ ფერის შეცვლამდე. ქვაბში ჩავასხათ 1-2 ჭიქა ისპანახის ბულიონი, დავაყაროთ მოთუშული ხახვი. ვხარშოთ 5 წთ, ხშირად ვურიოთ, შემდეგ კი ჩავამატოთ ისპანახის პიურე და რომ წამოდუღდება, გამოვრთოთ. დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, ასევე ნაღები (ან ჯობია თეფშზე არაჟანი) ისპანახი, მჟაუნა და მწვანილები მიაწოდება თქვენს ორგანიზმს იმ ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც ასე დაგაკლდათ ადრეულ გაზაფხულზე.

მიირთვით გემრიელად და იყავით ჯანმრთელები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply